4 წლის თავზე „საპოვნელა“ ნატურალური საპნებისა და სხეულის მოვლის 100-მდე საშუალებას აწარმოებს

4 წლის თავზე „საპოვნელა“ ნატურალური საპნებისა და სხეულის მოვლის 100-მდე საშუალებას აწარმოებს

access_time2022-12-17 12:30:59

„საპოვნელა“ 100%-ით ნატურალური საპნებისა და სხეულის მოვლის 100-მდე საშუალებას აწარმოებს. ბრენდის შექმნის იდეა 4 წლის წინ, ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე აშენებულ „გვესოს ფერმაში“ გაჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „საპოვნელას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კბილაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე „საპოვნელაში“ 15-მდე ადამიანია დასაქმებული, ბრენდს აქვს ბუტიკური სახლი ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, ახლახან კი „საპოვნელას“ სტენდი „თბილისი მოლშიც“ გამოჩნდა

 

რუსუდან კბილაშვილის თქმით, „საპოვნელას“ კორპორაციული უპირატესობა მის 100%-ით ნატურალურობაში გამოიხატება.

 

„კომპანია თხის რძით გამდიდრებულ, ძვირფასი მცენარეული ზეთებით, კარაქებით, ეთერზეთებით, სასარგებლო კოსმეტიკური თიხებით და სამკურნალო მცენარეებით დამზადებულ საპნებს, დეოდორანტებს, სახის, თვალისა და ტანის კრემებს, ბრჭყვიალა ზეთებს, კრემებს, აბაზანის ჩაისა და მარილებს, სახისა და ტანის სკრაბებს და სხვა თავის მოვლის საშუალებებს ხელით, ყოველგვარი ხელოვნური, ქიმიური დანამატების გარეშე ამზადებს“, - აცხადებს რუსუდან კბილაშვილი.

 

როგორც ცნობილია, ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა ხვდება, რომელთა შემცველობაშიც მაღალია ტყვიის, ნიკელს, პარაბინის, ბერილიუმის, დარიშხანის, კადმიუმის და სხვა მავნე დანამატების წილი, რომლებიც ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში გროვდება და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ნატურალურ მოვლის საშუალებებზე, რომლებიც სინთეტიკური საღებავების, არომატიზატორების თუ სხვა მავნე ხელოვნური ქიმიური დანამატებისაგან თავისუფალია. რუსუდან კბილაშვილის თქმით, სწორედ ასეთი ნატურალური მოვლის საშუალებებს ამზადებს „საპოვნელა“.


 

სამომავლოდ „საპოვნელა“ გეგმავს, რომ კიდევ უფრო ეკო მეგობრული ბრენდი გახდეს და პროდუქტების შეფუთვის მინიმუმ 80% ეკოლოგიურად უსაფრთხო გახადოს.

 

„ამას გარდა, გვინდა შესაფუთი მასალების ხელახალი გამოყენება დავნერგოთ პრაქტიკაში და გვსურს, რომ მომხმარებელი „საპოვნელას“ შიდა სამზარეულოში ჩავახედოთ, პროდუქტების დამზადების პროცესი ვასწავლოთ და მსურველებს საჭირო ინგრედიენტების ჩვენთან შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ვგეგმავთ პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და სპა მიმართულების გაძლიერებას“, - აცხადებს რუსუდან კბილაშვილი.

 

 

 

 



თეგები:
საპოვნელას



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up