„4,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია, რთული წარმოსადგენია, რომ ამხელა ზრდა გვქონდეს“ -  „აისეტის“ მკვლევარი

„4,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია, რთული წარმოსადგენია, რომ ამხელა ზრდა გვქონდეს“ - „აისეტის“ მკვლევარი

access_time2021-02-12 15:00:54

„4,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა ოპტიმისტური პროგნოზია, რაც ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას ითვალისწინებს. მაშინ როდესაც, ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სავარაუდოდ წლის ბოლომდე აცრილი ვერ იქნება, რთული წარმოსადგენია, რომ ამხელა ზრდა გვქონდეს.“ -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა პროფესიონალებში „აისეტის“ კვლევითი  ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა დავით კეშელავამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ურთულესი ლოქდაუნის და შეზღუდვების ფონზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.

 

„ჩვენ ჯერ არ მოგვიმზადებია დოკუმენტი, სადაც 2021  წლის ზრდის მაჩვენებელი გვექნებოდა, თუმცა პირველადი შეფასებით, 2021 წლის პირველი კვარტლის  პროგნოზი  გვაქვს, რომელიც არის მეტისმეტად ოპტიმისტური. პირველ კვარტალში ეკონომიკურ ვარდნას ველოდებით, რადგან ეს პირველი კვარტალი მოიცავს იანვარს, როდესაც ჩაკეტილი ვიყავით, თებერვალს, როდესაც თითქმის ნახევარი ჩაკეტილი ვიყავით, მარტშიც არ ველოდებით, რომ ეკონომიკა აყვავდება. ამიტომ წლის განმავლობაშიც შესაბამისად ის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელზეც ბიუჯეტი დავგეგმეთ და რომელზეც  წლის დასაწყისში გვქონდა საუბარი სავარაუდოდ  ნეგატიური  მიმართულებით  გადაიხედება“,  - აღნიშნა დავით კეშელავამ.

 


კეშელავამ  გადაცემაში  ტურიზმის გახსნაზეც ისაუბრა და  განმარტა, რომ დადებითი პროგნოზი არც ამ მიმართულებით აქვს. მისი თქმით, პირველ რიგში შიდა ტურიზმი და ეკონომიკის გახსნა არის სირთულეებთან დაკავშირებული, ხოლო როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიას ებრძვის ტურისტები სხვა ქვეყანაში მოგზაურობისგან თავს შეიკავებენ.

 

„ჯერ შიდა ეკონომიკის გახსნა რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, პრაქტიკულად ვერ ვხსნით და გახსნის გეგმა არც უახლოეს მომავალში ჩანს. ტურიზმის გახსნა კიდევ  უფრო  დიდი პრობლემაა, რადგან ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული აღარ არის, რაც არ უნდა დაასტაბილურო ქვეყანაში  ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც კორონავირუსი დამარცხებული არ არის, ძალიან ლოგიკურია, რომ ადამიანები სხვა ქვეყანაში ვიზიტს მოერიდებიან. ამიტომ ცოტა არ იყოს გადაჭარბებულად ოპტიმისტურია, რომ 2021 წელს ტურიზმის მნიშვნელოვან აღდგენას ველოდოთ. ვხედავთ, რომ თითქოს რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ შედეგები არ  ჩანს და ლოგიკურია, რომ ამ ეტაპზე ვერც გამოჩნდება, რადგან პანდემიასთან ერთად ტურიზმის არსებობა  საეჭვო საკითხია“ -  აღნიშნა დავით კეშელავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up