2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საბანკო სექტორის დაკრედიტების წლიური ზრდა 7.8% -ია, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ 8 თვეში 16%-ს აღემატებოდა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.13 მლრდ ლარით (2.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.76%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 43.21 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.71 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 706.90 მლნ ლარით (3.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.52%-ით).
ბანკების საკრედიტო პორტფელი 2022 წლის 1-ელი სექტემბრისთვის ასეთია:
- თიბისი ბანკი — 16,77 მლრდ. ლარი
- საქართველოს ბანკი — 15,59 მლრდ. ლარი
- ლიბერთი ბანკი — 2,38 მლრდ. ლარი
- ბაზის ბანკი — 2 მლრდ. ლარი
- კრედო ბანკი — 1.69 მლრდ. ლარი
- პროკრედიტ ბანკი — 1.2 მლრდ. ლარი
- ტერა ბანკი — 1 მლრდ. ლარი
- ქართუ ბანკი — 794 მლნ. ლარი
- ხალიკ ბანკი — 646 მლნ. ლარი
- პაშა ბანკი — 346 მლნ. ლარი
- ვითიბი ბანკი— 290 მლნ. ლარი
- იშ ბანკი — 268 მლნ. ლარი
- ზირაათ ბანკი — 97 მლნ. ლარი
- სილქ ბანკი — 23 მლნ. ლარი.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.44 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.43 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.59 პროცენტული პუნქტით).