449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

access_time2022-04-02 15:00:12

ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება.

2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო 5 863 შემთხვევა – სისხლის სამართლის კოდექსით დაკვალიფიცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 449 ადამიანი, ხოლო – 7 707 დაშავდა.

საავტომობილო გზების შესახებ კანონი განსაზღვრავს „შავ წერტილებს“ – გზის არაუმეტეს 300-მეტრიან მონაკვეთებს, სადაც 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

  • ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა
  • ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა
  • ავარიების თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, დამტკიცებულია ასევე გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრის წესი.

შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებიდან, ასევე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან  გამოითხოვეთ ინფორმაცია, არის თუ არა დადგენილი საავტომობილო გზებზე შავი წერტილები, რა ღონისძიებები ტარდება მათი აღმოფხვრისა და უსაფრთხო გადაადგილების კუთხით.

პასუხი ჯერჯერობით მხოლოდ გზების დეპარტამენტისგან მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ შავი წერტილები საქართველოს გზებზე ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

„შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტს, მის მართვაში არსებულ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საკანონმდებლო რეგულაცია და წესი ამოქმედდა 2020 წელს, შესაბამისად, მათი დამტკიცებიდან არ არის გასული 3 კალენდარული წელი.
ამდენად, წესისა და კანონის პირობების დაცვით შავი წერტილების იდენტიფიცირების და სამინისტროს მიერ დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდების პერიოდი არ დამდგარა“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.


ამ წერილის შინაარსიდან თუ ამოვალთ, შავი წერტილების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დეპარტამენტს 2023 წლის დეკემბრიდან უნდა მიაწოდოს. ამ ლოგიკით კი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები „შავი წერტილების“ განსაზღვრასა და მათ აღმოფხვრას, გამოდის, 2024 წლამდე არ აპირებენ.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაციები ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით.

„შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტს, მის მართვაში არსებულ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით, აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საკანონმდებლო რეგულაცია და წესი ამოქმედდა 2020 წელს, შესაბამისად, მათი დამტკიცებიდან არ არის გასული 3 კალენდარული წელი.
ამდენად, წესისა და კანონის პირობების დაცვით შავი წერტილების იდენტიფიცირების და სამინისტროს მიერ დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდების პერიოდი არ დამდგარა“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.


ამ წერილის შინაარსიდან თუ ამოვალთ, შავი წერტილების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დეპარტამენტს 2023 წლის დეკემბრიდან უნდა მიაწოდოს. ამ ლოგიკით კი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები „შავი წერტილების“ განსაზღვრასა და მათ აღმოფხვრას, გამოდის, 2024 წლამდე არ აპირებენ.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაციები ქობულეთის შემოვლით გზასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ჩატარდა თუ არა რაიმე სახის კვლევა, რომლის მიზანი იქნებოდა ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირის მიზეზი, მაგალითად, ხომ არ აქვს გზას ტექნიკური პრობლემა, არის თუ არა გამტარუნარიანობის, განათების პრობლემა? ასევე მსგავსი კვლევ[ებ]ის შედეგ[ებ]ის, დასკვნების თუ სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლები.


„გაცნობებთ, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე გასული წლების საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა „შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა“.


აღსანიშნავია, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზა გეომეტრიული პარამეტრების გათვალისწინებით, დაგეგმარებულია, დაპროექტებულია და აშენებულია ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია გარე განათების ქსელი, გზა აღჭურვილია ყველა სახის საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებებით და უზრუნველყოფილია საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო გამტარუნარიანობის პირობები.


შესაბამისად, გზა სრულად აკმაყოფილებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.


დეპარტამენტიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ჩვენ ავიღეთ გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთები, სადაც მეტი ავარია მოხდა 3 წლის [2019-21წწ] განმავლობაში [თუმცა, ვინაიდან ზუსტი ადგილმდებარეობები ამ დროისთვის არ გვაქვს, ვერ ხერხდება 300-მეტრიანი მონაკვეთების გამოყოფა].

მაგალითად, სამი წლის განმავლობაში, ქობულეთის შემოვლითი გზის:

მე-10 კილომეტრზე – 5 ავტოავარიას ემსხვერპლა 1 ადამიანი, დაშავდა 5 ადამიანი
მე-14 კილომეტრზე – 3 ავტოავარიას 4 ადამიანი შეეწირა, დაშავდა – 12
მე-19 კილომეტრზე – 7 ავტოავარიას ემსხვერპლა 3 ადამიანი, დაშავდა – 35
მე-20 კილომეტრზე – 3 ავტოავარიას ემსხვერპლა 3 ადამიანი, დაშავდა – 9
24-ე კილომეტრზე – 3 ავტოავარიას ემსხვერპლა – 2, დაშავდა – 7
27-ე კილომეტრზე – 4 ავტოავარიის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი
30-ე კილომეტრზე – 4 ავტოავარიის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი

ასევე ვიკითხეთ – ხომ არ იგეგმება ან განიხილება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია ან სხვა ღონისძიება აღნიშნულ გზაზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად [მაგალითად, ამ გზის გაცალმხრივება, გამყოფი ზოლის მოწყობა, დაშვებული მაქსიმალური ზღვრული სიჩქარის შემცირება, ან საერთოდ, ამ გზის პარალელურად ახალი გზის აშენება და სხვ.]

„მოგახსენებთ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია ან სხვა სახის ღონისძიება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, საავტომობილო გზა დაგეგმარებულია, დაპროექტებულია და აშენებულია ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

ბოლო ტრაგიკული შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი კვირის წინ, 15 მარტს მოხდა, როცა ავარიის შედეგად ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია დაიღუპა. ამავე ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა.

მაშინ მედია წერდა, რომ 2018 წლიდან ეს იყო მე-11 დაღუპული ქობულეთის შემოვლით გზაზე [ჩვენი არქივის მიხედვით, ვინაიდან იმ დროისთვის არ გვქონდა ოფიციალური სტატისტიკა].

 ეს სტატისტიკა ოფიციალურადაც გამოვითხოვეთ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 29 მარტს მიღებული მონაცემების მიხედვით, 2018-2021 წლებში ქობულეთის შემოვლით გზაზე 66 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაღუპა და 169 დაშავდა:


ზემოთ მოყვანილ ცხრილში არ არის 2013 წლის ოქტომბრიდან 2018 წლამდე პერიოდის და 2022 წლის იანვარ-მარტის თვეების მონაცემები ავარიების შესახებ.

გზების დეპარტამენტიდან ეს სტატისტიკაც გამოთხოვილი გვქონდა, თუმცა მონაცემები ვერ მივიღეთ. ამ მონაცემებს  ამჯერად შსს-სგან  ველოდებით.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.


წყარო: "ბათუმელები"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up