საქართველოში მობილურმა პროვაიდერებმა 2022 წლის ივნისი ფინანსური შედეგები კომუნიკაციების კომისიას წარუდგინეს. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში სექტორის 4 ოპერატორის საცალო შემოსავალი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) 57.3 მლნ ლარი იყო.
2022 წლის ივნისის მონაცემებით, მობილური ოპერატორების ხმოვანი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 11.28 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე მეტი 6.9 მლნ. ლარი მაგთიკომმა და 3 მლნ. ლარი სილქნეტმა მიიღეს. საანგარიშო პერიოდში გამავალი ზარების რაოდენობამ 487 მლნ-ს, ხოლო წუთების რაოდენობამ 770 მლნ-ს გადააჭარბა.
2022 წლის ივნისი მონაცემებით, მობილური მოკლე ტექსტური შეტყობინების რაოდენობამ 801 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალმა 3.56 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.5 მლნ ლარი მაგთიკომის, ხოლო 1.4 მლნ ლარი ვიონი საქართველოს ეკუთვნის.
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პროვაიდერების შემოსავლის მატება პირველ რიგში აბონენტების რაოდენობის მატებას უკავშირდება. 2022 წლის ივნისში ქვეყანაში მობილური ოპერატორების მომსახურებით 5.25 მლნ. აბონენტი სარგებლობდა.