48,9 მილიონიანი ზარალის შემდეგ GWP 60 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა

48,9 მილიონიანი ზარალის შემდეგ GWP 60 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა

access_time2022-12-12 13:00:24

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერiს“ (GWP) 2021 წლის შემოსავალი 178,519 მლნ ლარი იყო. აქედან, ძირითადი 158,833 მლნ ლარის შემოსავალი - წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიიღო, 18,615 მლნ ლარი კი - ელექტროენერგიის რეალიზაციიდან. 2020 წელს კი კომპანიის შემოსავალი შეადგენდა - 116,078 მლნ ლარს, საიდანაც 107,597 მლნ წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან ჰქონდა მიღებული. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო არის წყლის მიწოდება თბილისის მოსახლეობისა და იურიდიული პირებისათვის.


2021 წლის კომპანიის მოგება 60,013 მლნ ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2020 წელი კომპანიამ 48,936 მლნ-იანი ზარალით დაასრულა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში - 574,666 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა. საანგარიშო პერიოდში GWP-ის კაპიტალი 156,892 მლნ ლარი იყო.



წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას თბილისისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (ჯივიპი) უწევს. კომპანია ასევე ფლობს და ამუშავებს ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და ღია ბაზარზე გასაყიდად.


მიმდინარე წლის დასაწყისში „ჯივიპის“ 80%-იანი წილი ესპანურმა კომპანიამ Aqualia შეიძინა, 20%-იანი წილი კი „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებაშია. 2021 წლის 31 დეკემბერს საქართველოს კაპიტალმა გამოაცხადა, რომ შუალედური მშობელი კომპანია ყიდდა თავისი სააქციო წილის თავდაპირველ 80%-ს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ-ის კომუნალური წყალმომარაგების ბიზნესში FCC Aqualia-ზე („Aqualia“) ორეტაპიანი გარიგებით. გარიგების პირველ ეტაპზე სს „საქართველოს კაპიტალმა“ გაასხვისა ჯორჯია გლობალ იუთილითიზის კაპიტალის 65%-იანი წილი Aqualia-ზე (რაც წარმოადგენს წყალმომარაგების ბიზნესში 80%-იან ეკონომიკურ მონაწილეობას). გარიგების მეორე ეტაპი შედგება ჯორჯია გლობალ იუთილითიზის მიერ გამოშვებული, არსებული ობლიგაციების 2022 წლის ივლისში დაგეგმილი გამოსყიდვის შემდეგ. გარდა ამისა, Aqualia-მ სს „საქართველოს კაპიტალს“ მიანიჭა ფუთ-ოფციონი, რომლის გამოყენება შესაძლებელია 2025 ან 2026 წელს, ხოლო სს „საქართველოს კაპიტალმა“ Aqualia-ს მიანიჭა ქოლ-ოფციონი, რომელიც გამოყენება შესაძლებელია ფუთ-ოფციონის ვადის ამოწურვისთანავე 2026 წელს და საკუთრივ მას ვადა ეწურება ექვსი თვის შემდეგ, წყალმომარაგების მომსახურების ბიზნესში სს „საქართველოს კაპიტალის“ დარჩენილ 20%-იან წილზე.



თეგები:
ჯივიპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up