5 ძირითადი შეზღუდვა, რომელიც ცვლის ჩვენს ხედვას ფინანსური აღრიცხვის შესახებ

5 ძირითადი შეზღუდვა, რომელიც ცვლის ჩვენს ხედვას ფინანსური აღრიცხვის შესახებ

access_time2022-09-13 18:25:54

თქვენი საქმიანობის სფეროს თუ ორგანიზაციაში თქვენი როლის მუხედავად, ამა თუ იმ გზით ფინანსებთან და ბუღალტერიასთან ყველას გვიწევს შეხება. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი მიზანი საბაზრო ურთიერთობების ყველა მხარისთვის, იქნება ეს კომპანიის მენეჯმენტი, ინვესტორები თუ სხვა გარე დაინტერესებული მხარეები, ინფორმაციის მიწოდებაა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ასეთი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და კომპანიის ფინანსური სიჯანსაღის შესაფასებლად ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტური ინსტრუმენტი კომპანიის ფინანსური ანგარიშგებაა.


მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ანგარიშგება გამოიყენება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ზოგჯერ ყურადღების მიღმა გვრჩება შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების მიერ ამ ანგარიშგებაზე დაყრდნობით ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებამდე.


ხშირად მსმენია, რომ ფართო საზოგადოების აღქმაში „ბუღალტერია (Accounting) არის თითქმის გაუგებარი წესების ძალიან ზუსტი სისტემა, რომელიც გამოიყენება ასევე ზუსტი ფინანსური ანგარიშგების შესაქმნელად და ამ ანგარიშგების სრული გაშიფრვა და წაკითხვა, მხოლოდ ამავე სფეროს წარმომადგენლებს თუ შეუძლიათ“. ეს შესაძლოა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი იყოს, მაგრამ არც ისე შორს არის რეალობისგან. საზოგადოებაში დღემდე არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენები ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბუღალტერია არ არის ზუსტი მეცნიერება.  ის შეხედულება, რომ ფინანსური მდგომარების ანგარიშგება ზუსტად ასახავს კომპანიის ფინანსურ პოზიციას, ან მოგება-ზარალის ანგარიშგება ყოველთვის ზუსტად უჩვენებს „ნამდვილ“ მოგებას/ზარალს, მთლად სწორი არ არის და ამ სტატიაში, მე შევეცდები განვიხილო პრაქტიკაში არსებული ბუღალტერიის და ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისთვის ინფორმაციის წარდგენის თვალსაზრისით ის 5 მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს  ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებამდე შემდგომი სუბიექტური საკითხების გათვალისწინებით.


1. ბუღალტერია არ არის სრულად ზუსტი (პირადი განსჯა გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაზე)

მართალია ბუღალტრულ ჩანაწერებში ტრანზაქციების უმეტესობა აღირიცხება გარკვეული დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ტრანზაქციებს აღვრიცხავთ გარკვეული შეფასებების საფუძველზე. მაგალითად, უიმედო ვალების რეზერვის ან ძირითადი საშუალების სასიცოცხლო მომსახურების ვადის განსაზღვრა, მარაგების შეფასების მეთოდი, ამორტიზაციის მეთოდი, სწორედ ხელმძღვანელობის შეფასებების მიხედვით ხდება, რა დროსაც საჭიროა პირადი განსჯა, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ანგარიშგების შემდგენის გამოცდილებაზე, უნარზე, კომპეტენციაზე და მიზანზეც. ვინაიდან არ არსებობს ერთგვაროვნება ასეთი შეფასებების გასაკეთებლად, და ვინაიდან ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მუხლის აღრიცხვისთვის რამოდენიმე ალტერნატიულ მეთოდს თუ მიდგომას უშვებს, ორი სხვადასხვა კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მომზადებისას ზემოთ ნახსენები შეფასებები სხვადასხვა პირის მიერ გაკეთდა (ერთმა ძირითადი საშუალებების აღრიცხვისთვის თვითღირებულების მოდელი აირჩია, მეორემ გადაფასების; ერთმა უფრო პესიმისტურად შეხედა დებიტორების გადახდისუნარიანობას, მეორემ ნაკლებად; ერთმა მარაგების აღრიცხვისთვის საშუალო შეწონილი მეთოდი აირჩია, მეორემ FIFO და ა.შ.). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ შერჩეულ  სააღრიცხვო პოლიტიკაში გარკვევა და სააღრიცხვო შეფასებების სისწორეში დარწმუნება, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.


ერთერთი დაცვის მექანიზმი კი ისაა, რომ არაგონივრული პირადი განსჯა და არასწორი ვარაუდის გაკეთების შესაძლებლობა, გარკვეულწილად კონტრილდება სააღრიცხვო კონვენციებით (Conservatism), რომლის საფუძვლებში გარკვევა დაეხმარება ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებს, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


2. ბუღალტრული ჩანაწერები უჩვენებს არარეალისტურ ინფორმაციას;


ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით, პირველადი სააღრიცხვო მონაცემების დაჯგუფება და ბუღალტერიაში ასახვა გარკვეული სისტემით წარმოებს. საბუღალტრო ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს რეალისტური, რადგან  ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოყენებული სააღრიცხვო კონცეფციები და კონვენციები მას არარეალურს ხდის. მაგალითად, Going Concern კონცეფციის მიხედვით მიღებულია, რომ ბიზნესი გაგრძელდება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, აქტივები იყოფა მოკლევადიან და გრძელვადიან აქტივებად და ზოგიერთი გრძელვადიანი აქტივის ცვეთა ხდება მისი (სავარაუდო) სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. როდესაც აქტივები ბალანსში წარდგენილია თვითღირებულებით, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ეს თვითღირებულება უფრო მეტი იყოს, ვიდრე რეალურად შესაძლებელი იყოს ამ აქტივის რეალიზება ბაზარზე, შედეგად კი გვაქვს ფინანსური ანგარიშგების დამახინჯებული სურათი, რაც გულისხმობს იმას, რომ ფულადი სახსრები, რომლებიც ლიკვიდაციის დროს ბალანსზე არსებული აქტივების რეალიზაციის დროს შეიძლება კომპანიამ მიიღოს, არ უჩვენებს მის საბაზრო ღირებულებას. რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივები ბალანსში არ არის ასახული მათი მიმდინარე საბაზრო ღირებულებით.


3. ხარისხობრივი მაჩვენებლები უგულებელყოფილია

ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეზღუდვა არის ის, რომ მას არ შეუძლია გაზომოს საგნები/მოვლენები, რომლებსაც არ აქვთ ფულადი ღირებულება.


ვინაიდან ბუღალტრული აღრიცხვა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ბიზნესის ფულად(მონეტარულ) ოპერაციებზე, ის უგულებელყოფს ხარისხობრივ ასპექტებს, რომლებიც არ შეგვიძლია გამოხვატოთ ფულადი ფორმით. ფაქტორები, როგორიცაა კომპანიის მენეჯმენტის რეპუტაცია და იმიჯი საზოგადოებაში, წარმატებული ბიზნეს ურთიერთობები და თანამშრომელთა ეფექტურობა, მომხმარებლების კმაყოფილება, კონკურენცია და ა.შ, აუცილებელია ბიზნესის რეალური ფინანსური მდგომარეობისა და ოპერაციული ეფექტურობის გასაგებად.


4. ბუღალტერია უგულებელყოფს ფასების დონის ცვლილების ეფექტს

ფინანსური ანგარიშგება შედგენილია ისტორიული დანახარჯების საფუძველზე, შესაბამისად ბუღალტრული ჩანაწერები ვერ ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ფულის ღირებულების შემცირება ან ფასების დონის ცვლილება. მაგალითად, როდესაც ფასების დონე იცვლება, კომპანიის შემოსავალი იზრდება ან მცირდება მისი გაყიდული ერთეულების რაოდენობის ზრდით ან შემცირებით.  აღნიშნულის გარეშე, ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული მაჩვენებლები, არ არის სასარგებლო ბიზნესის რეალური ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად, რადგან სანამ ფასების დონის ცვლილება არ იქნება გათვალისწინებული ფინანსური ინფორმაცია არ უჩვენებს რეალურ/სწორ შედეგს.


5. Window dressing – ვიტრინის შელამაზება“  (ACCA translation)

Window dressing არის მოკლევადიანი სტრატეგია, რომელსაც იყენებენ კომპანიები, რათა მათი ფინანსური ინფორმაცია/(ანგარიშგებები) უფრო მიმზიდველი იყოს კლიენტებისთვის, მომხმარებლებისთვის და ინვესტორებისთვის. ეს არის ანგარიშებით მანიპულირება, ისე რომ დაიმალოს ფაქტები და წარმოაჩინოს ფინანსური ანგარიშგების უკეთესი პოზიცია, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება იყოს. მისი მიზანია მეტი ხალხის დაინტერესება და მოზიდვა ახალი ბიზნეს შესაძლებლობისთვის, იმ იმედით რომ გაზარდოს მომავალი საანგარიშგებო პერიოდის საბოლოო შედეგი. აღნიშნულ სიტუაციაში კი, მოგება-ზარალის და ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, ვერ უზრუნველყოფს ოპერაციების და შედეგების სამართლიან ხედვას.


და ბოლოს, მიუხედავად ფინანსური ანგარიშგების ძალიან დიდი სარგებლის, რომელიც მოაქვს მასში ასახულ ინფორმაცის, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებმა ყურადღება გავამახვილოთ არაფინანსურ ინფორმაციაზეც და გავიაზროთ და გავითვალისწინოთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ის ძირითადი შეზღუდვები, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ ჩვენი ხედვა მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

ნინი ლაშხი

გრანთ თორნთონის აუდიტის მენეჯერი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up