5 ძირითადი ტენდენცია, რომელიც 2023 წელს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს

5 ძირითადი ტენდენცია, რომელიც 2023 წელს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავს

access_time2023-02-10 21:00:06

საავიაციო ინდუსტრია წელს კოვიდამდელ დონემდე აღდგება, ან გადააჭარბებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლის ამ პროცესს. Simple Flying-ის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ხუთი ძირითადი ტენდენცია, რომელიც განსაზღვრავს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას მომდევნო 12 თვის განმავლობაში.


1. მოთხოვნა დარჩება ძლიერი.

გასულ წელს ფრენებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებიდან მოგზაურობის შეზღუდვები მოიხსნა. ამ წლის დასაწყისში ჩინეთი ტურისტებისთვის ხელახლა გაიხსნა, მოსალოდნელია ტრაფიკის მოცულობამ გასული წლის დონეს გადააჭარბოს.

თუმცა, პროგნოზების მიხედვით, ის პრობლემები, რომლებსაც ავიაკომპანიები და აეროპორტები აწყდებოდნენ 2022 წელს, ეს არის მუშახელის დეფიციტი, საწვავის ფასების ზრდა და მაღალი ინფლაცია, არსად გამქრალა.


2. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები გაგრძელდება.

გადამზიდავების უმეტესობა ცდილობს გაზარდოს ტრაფიკი ახალი თვითმფრინავების შეძენით. თუმცა, გასულ წელს იყო მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები და ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, 2023 წელსაც გაგრძელდება.

თვითმფრინავების წარმოების ტემპს კომპონენტების ნაკლებობა შეაფერხებს და კვლავ იქნება ძრავების და სხვა სათადარიგო ნაწილების დეფიციტი. ყველა ეს სირთულე გამოიწვევს ავიაკომპანიების ტევადობის ზრდის სტაგნაციას.



3. გაიზრდება თვითმფრინავების იჯარის განაკვეთები.

იმისდა მიუხედავად, რომ თვითმფრინავების წარმოება და მიწოდება რთულია, ავიაკომპანიებს აქვთ სხვა ვარიანტები საჰაერო ფლოტის გაფართოებისთვის, კერძოდ, მეიჯარეების მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ გადამზიდავებმა პანდემიის დროს თავიანთი ფლოტი დაახლოებით 4%-ით შეამცირეს, გამქირავებლებმა ის 15%-ზე მეტით გაზარდეს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თვითმფრინავების ლიზინგის მოთხოვნა მაღალი იქნება. და იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციამ ასევე მძიმედ დააზარალა თვითმფრინავების ლიზინგის ინდუსტრია, გაქირავების ტარიფების მკვეთრი ზრდა თითქმის გარდაუვალია, აცხადებენ ექსპერტები.


4. აეროპორტები უფრო ტექნოლოგიური გახდება.

2022 წელს აეროპორტები არ იყვნენ მზად მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდისთვის და, შესაბამისად, მათ მუშაობაში სერიოზული შეფერხებები შეექმნათ.

ვითარება გაუმჯობესდა რესურსების მართვისთვის IT ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ფართოდ დანერგვის გამო. დიგიტალიზაცია გაგრძელდება: აეროპორტების მენეჯმენტი განაგრძობს ინვესტიციებს მოწინავე ტექნოლოგიებში.


5. გაიზრდება მდგრადი თვითმფრინავის საწვავის წარმოება.

ავიაციაში CO2-ის ემისიების შემცირების გამოწვევის გადასაჭრელად, იგეგმება მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენების, თუმცა ოდნავ გაზრდა.

წელს საავიაციო ინდუსტრია განიხილავს ახალ შესაძლებლობებს „მწვანე“ საწვავის წარმოების გასაფართოებლად. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს წარმოებული SAF-ის მოცულობა სამჯერ გაიზარდა, მაშინ როცა ის დაახლოებით 1%-ს შეადგენდა, რაც მოსალოდნელია 2030 წელს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up