5 ფაქტი ყაზახეთის ეკონომიკაზე, რომელმაც საყოველთაო პროტესტი მოამწიფეს

5 ფაქტი ყაზახეთის ეკონომიკაზე, რომელმაც საყოველთაო პროტესტი მოამწიფეს

access_time2022-01-08 08:00:12

ყაზახეთში არსებული რესურსული სიმდიდრის მიუხედავად,  იანვრის პროტესტამდე ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები მწიფდებოდა, მათ შორის სიღარიბე და უთანასწორობა რეგიონებს შორის.



საპროტესტო ტალღა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მანგისტაუში თხევად გაზზე ფასის გაორმაგებამ ააგორა. თუმცა მთავრობამ მალევე ძველი ფასი დააბრუნა. ამ ჟესტმა პროტესტის მუხტი საერთოდ ვერ გაანეიტრალა და მოთხოვნები პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა.



სუბსიდირებული ფასები საწვავზე

 


აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მთავრობა 2018 წლიდან ცდილობს თხევად გაზზე ფასწარმოქმნის ლიბერალიზაციას და ამ სეგმენტის ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე გადატანას. ის, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ეს საწვავი 100%-ით ბირჟაზე გაიყიდებოდა, შარშანვე იყო ცნობილი. თუმცა საბაზრო ფასწარმოქმნის შედეგად გაზის ღირებულების გაორმაგებამ მოსახლეობა სახტად დატოვა. საწვავის სუბსიდირება, რის შედეგადაც მოსახლეობა სამართლიან ფასზე ნაკლებს იხდის, მთელ მსოფლიოში მოქმედებს. იგი გულისხმობს საწვავზე, მათ შორის ბენზინსა და დიზელზეც ფასების საერთაშორისო დონეზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ნახშურწყალბადების ექსპორტიორ ქვეყნებში, როგორიც ყაზახეთია. ამ მიზნით 2019 წელს ყაზახეთის ბიუჯეტიდან $13 მლრდ დაიხარჯა ანუ ერთ სულ მოსახლეზე $692, რაც 2,5-ჯერ მეტის განვითარებადი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასეთი დაბალი ფასის გამო ყაზახური ნავთობკომპანიები წლიურად $2-2 მლრდ-ს კარგავენ. აღჭურვილობის ამორტიზაციის პირობებში კი მათ ინვესტირების ხალისი ეკარგებათ. ამ შემთხვევაში ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილება სუბსიდიის მოხსნაზე გასაგებია და ლოგიკური, მაგრამ ამან არნახული მღელვარება გამოიწვია.

 


ბუნებრივი რესურსები

 


მსოფლიო ბანკის შეფასებით, ყაზახეთი არაგანახლებადი ბუნებრივი კაპიტალით მსოფლიოში მეათე ადგილზეა (ნავთობი, გაზი, ლითონი, მინერალები). ეს რესურსები მთელი სიმდიდრის 27%-ს შეადგენს. ცნობისთვის, იგივე მაჩვენებელი რუსეთში ორჯერ ნაკლებია. 2020 წელს მთლიანი სასაქონლო ექსპორტიდან ($47 მლრდ) $23,7 მლრდ ნავთობზე მოდიოდა. გასულ წელს ქვეყანამ დაახლოებით $2,5 მლრდ-ის გაზი გაყიდა. გარდა ამისა, ყაზახეთს ექსპორტზე გააქვს სპილენძის მადნები და მისი ნაკეთობები - 2020 წელს $4,25 მლრდ, რკინა და ფოლადი - $$3,18 მლრდ, ურანი - $1,71 მლრდ.


 


საშუალო შემოსავლის მახე



როგორც ჩანს, ყაზახეთი ე.წ. საშუალო შემოსავლის მახეში გაება: პანდემიური კრიზისის გამო მისი მაღალშემოსავლიანობაზე გადასვლა სულ მცირე, 2030 წლამდე გადავადდა. 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 1 სულ მოსახლეზე მცირედით ჩამორჩება რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს - $25 400 და $26 500-ის  შესაბამისად. ფაქტორებს შორის, რომლებიც ყაზახეთის ეკონომიკის ზრდას აფერხებს, მოიაზრება კორუფციის მაღალი დონე, არასრულფასოვანი და ნაკლებად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში რეფორმების უზენაესი საბჭო შეიქმნა, თუმცა ამბიციურ გარდაქმნებს ადგილი არ ჰქონია. ახალი წლის წინ ყაზახეთში მინიმალური ხელფასი $100-ზე დაბალი იყო, რაც კენიისა და პაკისტანის მაჩვენებლებზეც კი ნაკლებია.

 


დიდი უთანასწორობა



ყაზახეთის რეგიონებს შორის დიდი სოციალური უთანასწორობაა: რამდენიმე წლის წინ წიაღისეულით მდიდარ ატურაუს ოლქში ერთ სულზე მშპ სამჯერ აღემატებოდა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. მაშინ ყველაზე ღარიბ თურქესტანის ოლქში ეს მაჩვენებელი საშუალოს მხოლოდ 33%-ს შეადგენდა.

 


პროტესტის დემოგრაფია



დაბოლოს, ყაზახეთის დემოგრაფიული ასპექტიც მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალურ-პოლიტიკურ სურათში. კერძოდ, ყაზახეთში შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობაა, რაც „არაბული გაზაფხულის“ სცენარს უფრო რეალურს ხდის. საშუალო ასაკი ქვეყანაში 30,7 წელს შეადგენს. შედარებისთვის, რუსეთში ეს მაჩვენებელი 40 წელია.



ყაზახეთის მოსახლეობის რაოდენობამ 2021 წელს 19 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ხოლო ბუნებრივი მატება 2013 წლის შემდეგ საშუალოდ წელიწადში 250 000 ადამიანს შეადგენს.


წყარო: rbc.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up