5 გრაფიკი, რომელიც რუსეთის ომისდროინდელ ეკონომიკას აღწერს

5 გრაფიკი, რომელიც რუსეთის ომისდროინდელ ეკონომიკას აღწერს

access_time2023-02-05 22:40:33

მაშინ როდესაც რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინაში შეჭრას და პრეზიდენტ პუტინის რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას უარყოფენ, 2022 წლის სტატისტიკურმა მონაცემებმა შერეული სურათი დახატა. 


იყო გარკვეული დადებითი ნიშნებიც, ინფლაციამ მას შემდეგ დაიკლო რაც აპრილში პიკს მიაღწია, ხოლო ნავთობისა და გაზით მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ დონეს მიაღწია.


გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ეკონომიკის პროგნოზს გადახედა  და 2023 წელს 0,3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.


ფულადი გზავნილები გასულ წელს გაიზარდა, რადგან ხალხის დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა,  საბანკო მოგება შემცირდა და ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა რეკორდულ დონეს მიაღწია.


Moscow Times-მა 2022 წლის ყველაზე საინტერესო მონაცემები შეაგროვა და ხუთი გრაფიკი შექმნა, რომელიც  რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას აღწერს.


ბიუჯეტის დეფიციტი 


გასულ წელს რუსეთის ეკონომიკაში ბიუჯეტის დეფიციტმა 3,3 ტრილიონი რუბლი  შეადგინა, რაც  ქვეყნის უახლეს ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.



ბიუჯეტის 2,3%-იანი დეფიციტი მხოლოდ 2020 წელს კოროვირუსული პანდემიის დროს დაიძლია, როდესაც მან 4,1 ტრილიონ რუბლს მიაღწია , რამაც მშპ-ს 3,8% შეადგინა.


რუსეთი  ვარაუდობს, რომ  მისი ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა 4,5 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს, რადგან უკრაინის ომის კონტექსტში, ქვეყნის დანახარჯების მინიმუმ ერთი მესამედი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მოხმარდება.





ნავთობი და გაზი 


ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელს 28% -ით გაიზარდა და ჯამში 2,5 ტრილიონ რუბლს მიაღწია. 


თუმცა როგორც ჩანს, რუსული ნავთობის ფასი დასავლური ფასის ლიმიტის ფონზე ეცემა და მოსალოდნელია, რომ ეს მოგება შემცირდება. 


ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ რუბლის გამყარება, ნავთობისა და გაზიდა მიღებულ შემოსავლებს შეამცირებს. 



ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები

2022 წლის დასაწყისში ომმა, განსაკუთრებით დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სამომხმარებლო ფასების ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა, მომდევნო თვეებში ინფლაცია შემცირდა და წლის ბოლოს ჯამურმა მაჩვენებელი 11.9% შეადგინა. ისეთმა ეკონომისტებმა, როგორიცაა მილოვი, აღნიშნეს რომ  ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთ სამომხმარებლო საქონელზე ფასები გაიზარდა.


ცენტრალურმა ბანკმა ომის დაწყებისას საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაზარდა, მაგრამ მას შემდეგ განაკვეთები თანდათან შემცირდა და წელი 7,5%-ით დაასრულა.

ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2023 წელს სამომხმარებლო ფასები 7%-ით გაიზრდება.





ფულადი გზავნილები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში


რუსეთიდან პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში ფულადი გზავნილები  იმის გამო გაიზარდა, რომ ასიათასობით რუსი მობილიზაციას გაექცა და ქვეყანა დატოვა. 


ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - ემიგრაციაში მყოფი რუსების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარული მიმართულებამ - 2022 წლის ფულადი გზავნილების ზრდამ 600% შეადგინა.



საბანკო სექტორის მოგება

2021 წელს 2,4 ტრილიონი რუბლის - რეკორდული მოგების გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის ბანკებს 2022 წელს გაცილებით ნაკლებად მომგებიანი წელი ჰქონდათ.


მათ წელი  მხოლოდ 203 მილიარდი რუბლის  მოგებით დაასრულეს,  რაც მეანაბრეების გადინებით და დასავლური სანქციებით იყო გამოწვეული.

ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საბანკო სექტორის მოგებამ  2023 წელს შესაძლოა 1 ტრილიონ რუბლს  გადააჭარბოს. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up