5%-იანი ეკონომიკური ზრდა და 11%-ზე ნაკლები სიღარიბე - „ოცნების“ ოცნება 2030 წლისთვის

5%-იანი ეკონომიკური ზრდა და 11%-ზე ნაკლები სიღარიბე - „ოცნების“ ოცნება 2030 წლისთვის

access_time2022-11-10 10:00:59

2030 წლისათვის ეკონომიკური ზრდა იქნება საშუალოდ 5%-ის ფარგლებში, ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11%-ზე ნაკლები იქნება, — აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ მოცემული.


„ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და გამოყენება. საშუალოვადიან პერიოდში ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მის პოტენციურ დონესთან მიახლოებული, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში გამოწვევა აღარ იქნება ვალთან დაკავშირებული პრობლემები და ფისკალური მდგრადობა იქნება ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი წინაპირობა. ამასთანავე, ეკონომიკის ამგვარი განვითარება ქვეყანას სოციალური ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებასაც მისცემს, რაც აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაში აისახება“,  აღნიშნულია დოკუმენტში.


მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის მოიცავს შემდეგს:


ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება


მთავრობა მოელის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წლისთვის მშპ-ის 2.7% იქნება, 2027 წლისათვის - მშპ-ის 1.8%-ს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისათვის 1.5%-ამდე შემცირდება.



საგარეო მოწყვლადობის შემცირება


მომდევნო წლების განმავლობაში გაუმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რაც სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი. 2024 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება 6.2%-ამდე, ხოლო 2030 წელს 3%-ს მიაღწევს.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შემცირებული დოლარიზაციის ტენდენციები ქვეყანაში არსებული ლარიზაციის ღონისძიებების თვალსაჩინო შედეგია. ამ კომპლექსური ღონისძიებების შენარჩუნებით და მისი სხვადასხვა კომპონენტით გამდიდრების/დახვეწის შედეგად კვლავ გაგრძელდება როგორც სესხების, ისე დეპოზიტების დედოლარიზაციის ღონისძიებები და 2024 წლისათვის დეპოზიტების დოლარიზაცია, სავარაუდოდ, შემცირდება 51.0%-ამდე, 2027 წლისათვის − 48.6%-ამდე, ხოლო 2030 წლისათვის კი − 46.3%-ამდე.



საგადასახადო პოლიტიკა


ანგარიშის მიხედვით, არსებული საგადასახადო დანახარჯების შეფასების დოკუმენტებთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილია სხვა გადასახადების საანალიზო დოკუმენტების შემუშავებაც. აღნიშნული ანგარიშების საფუძველზე, გადაიხედება არსებული საგადასახადო შეღავათები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს გამოვლენის შემთხვევაში, არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივად გაუქმებას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, არ დაირღვეს გადასახადის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სამართლიანობის პრინციპები. ეს ყოველივე ასევე ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

2024 წლისათვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდეს, 2027 წლისათვის მან -3.8%-ს მიაღწიოს და 2030 წლისათვის მშპ-ის -3%-ის ფარგლებში დაფიქსირდეს.



ვალის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება


დოლარიზაცია ასევე პრობლემას წარმოადგენს ვალის მართვის მიზნებისათვისაც, სადაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი საკმაოდ მაღალია. აღნიშნული ამოცანის ინდიკატორის შუალედურ მაჩვენებლად 2024 წლისთვის განსაზღვრულია მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის 26.4%-ამდე, 2027 წლისთვის 36.4%-ამდე, ხოლო საბოლოო მაჩვენებლად (2030 წლისთვის) 40.4%-ამდე ზრდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელია იმ სცენარით, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ბაზარზე გამოშვებული 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის მქონე, 2026 წელს დასაფარი, საქართველოს ევროობლიგაციების ლარში დენომინირებული ვალით რეფინანსირებას.

არარეზიდენტი ინვესტორების წილის ინდიკატორის შუალედურ მაჩვენებლად 2024 წლისთვის განსაზღვრულია 20%, 2027 წლისთვის − 25%, ხოლო საბოლოო მაჩვენებლად (2030 წლისთვის) − 30%.


თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი


გაიზრდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ქვეყნების რაოდენობა და 2030 წლისთვის დაემატება 7 ქვეყანა − ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია. ამასთანავე, გაიზრდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში და ქართული წარმოშობის პროდუქტებს წვდომა ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სამომხმარებლო ბაზრის 2/3-თან, რაც მსოფლიო მოსახლეობის 72%-ს წარმოადგენს.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები


2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 6%-ის მიღწევას, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, მიმდინარე ანგარიშის შემცირების პარალელურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დასტაბილურებას და 2030 წლისთვის 5%-იან დონეზე შენარჩუნებას.


თეგები:
ხედვა 2030



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up