შოტლანდიის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა სტარჯონის განაცხადებით, 5 იანვრიდან 31 იანვრამდე შოტლანდიაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს.
მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმის ფარგლებში მოქალაქეებს სახლში დარჩენა მოეთხოვებათ.
„სახლში დარჩენა ფუნდამენტური რჩევაა ყველასთვის და ამას კანონის ძალა ექნება, როგორც ეს მარტში ლოკდაუნის დროს მოხდა. სახლიდან გასვლა მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზის შემთხვევაში იქნება დაშვებული“, - აღნიშნა შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, შოტლანდიაში სკოლები თებერვლამდე იქნება დახურული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შოტლანდიაში კორონავირუსის დაახლოებით 135 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 578 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
imedinews.ge