5 რამ, რაც დეპოზიტის გახსნამდე უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც დეპოზიტის გახსნამდე უნდა იცოდეთ

access_time2022-11-18 15:30:26

დაზოგვა ამა თუ იმ მიზნით ფულის სამომავლოდ შეგროვებაა. დაზოგვის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს: სწავლისთვის თანხის შეგროვება, სახლის ან ავტომობილის შეძენა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის  ე.წ. „შავი დღისთვის“ თანხის გადადება და სხვა. დანაზოგის შესაქმნელად სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთია საბანკო დეპოზიტის გახსნა.


„კომერსანტი“ გთავაზობთ 5 რჩევას, რაც დეპოზიტის გახსნამდე უნდა იცოდეთ:


1. მიზნიდან გამომდინარე, სწორად შეარჩიეთ დეპოზიტის სახე

ყველა დეპოზიტი 2 ძირითად ტიპად იყოფა: ვადიანი ან უვადო დეპოზიტები. ვადიანი დეპოზიტი ეს არის ბანკთან წინასწარ შეთანხმებული ვადით გახსნილი დეპოზიტი, რომელიც ძირითადად უკეთესი პირობებით გამოირცევა, თუმცა მისი გატანა წინასწარ შეთანხმებულ რიცხვშია შესაძლებელი. უვადო ანუ მოთხოვნამდე დეპოზიტის შემთხვევაში კი მისი დასრულების ვადის შეთანხმება წინასწარ არ ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი შედარებით ნაკლებია. 

დეპოზიტის სახეობას წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატიც - ეს არის ერთგვარი ფასიანი ქაღალდი, რომლითაც ბანკი იღებს ვალდებულებას, სერტიფიკატით განსაზღვრულ დღეს გადაგიხადოთ თქვენ, როგორც სერტიფიკატის მფლობელს წინასწარ განსაზღვრული თანხა.


2. შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული პირობები


ანაბრის გახსნამდე, დააზუსტეთ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების შემოთავაზების შესაძლო ვარიანტები. შეადარეთ ერთმანეთს ანაბართან დაკავშირებული ხარჯების შესაძლო დიაპაზონი, ზოგადი პირობები თუ მოთხოვნები, მოიძიეთ რამდენიმე ალტერნატივა და განაცხადით უკვე იმ ორგანიზაციას მიმართეთ, რომელთა შემოთავაზებები თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ჩანს.


3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

დეპოზიტების სხვადასხვა ალტერნატივების შედარებისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოხატავს როგორც დეპოზიტზე დასარიცხი სარგებლის, ისე მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს თითოეულის მიღებისა თუ გადახდის ვადის გათვალისწინებით. შესაბამისად, ერთნაირი ვადების მქონე ანაბრების შედარებისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დაგეხმარებათ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზების არჩევაში.


4. დათვალეთ დეზოზიტის გახსნასთან დაკავშირებული ხარჯები

დეპოზიტით სარგებლობას შესაძლოა თან ახლდეს ხარჯებიც. მათ შორის: 1. სადეპოზიტო და/ან დეპოზიტის მომსახურე ანგარიშის გახსნისა და მომსახურების საკომისიო; 2. თანხის ანგარიშიდან გატანის საკომისიო ანუ როდესაც ანაბრის თანხა სადეპოზიტოდან მიმდინარე ანგარიშზე აღმოჩნდება და თქვენ შეგეძლებათ მისი გამოყენება, ამ თანხის განაღდებისთვის შეიძლება დაწესებული იყოს თანხის განაღდების ანუ ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის საკომისიო. 


5. გაეცანით ხელშეკრულებას

სადეპოზიტო ანგარიშის გახსნისას ბანკი მომხმარებელთან აფორმებს დეპოზიტის ხელშეკრულებას. ბანკი ვალდებულია, ხელშეკრულებაში ასახოს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც დეპოზიტის მომსახურებას ეხება. დეპოზიტის ხელშეკრულებას სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს თავსართი, სადაც მოცემულია აუცილებელი ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნოთ ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სადეპოზიტო ხელშეკრულება მოიცავს ინფორმაციას, ანაბრის ვადის, საპროცენტო სარგებლის განაკვეთის ოდენობის, სარგებლის დარიცხვის მეთოდისა და პერიოდულობის შესახებ.



თეგები:
დეპოზიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up