5 რამ, რაც სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე უნდა იცოდეთ

access_time2022-11-25 16:00:05

დაზღვევა მნიშვნელოვანი ფინანსური პროდუქტია, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების დადგომისას მისი საშუალებით მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის თავიდან არიდებაა შესაძლებელი. სასურველია, გაუთვალისწინებელ მოვლენებზე თავიდანვე ვიზრუნოთ და დავაზღვიოთ რისკები. 


„კომერსანტი“ გთავაზობთ 5 რჩევას, რაც უნდა გავითვალისწინოთ სადაზღვევო პეროდუქტის შეძენამდე:


შეაფასეთ თქვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები


პირველ რიგში, სწორად განსაზღვრეთ, რისი დაზღვევა გსურთ. შესაძლოა, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს საკუთარი ან თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ქონება, ბიზნესი, მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობა თუ სხვა. დაფიქრდით იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ, რომლის გამოც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანკარგების წინაშე აღმოჩნდეთ. სწორედ თქვენი პასუხი ამ შეკითხვაზე განსაზღვრავს იმას, თუ რისი დაზღვევა გჭირდებათ უფრო მეტად და რისი დაზღვევაა თქვენთვის პრიორიტეტული.


შეისწავლეთ სადაზღვევო კომპანიები და შეადარეთ შემოთავაზებები

ყურადღებით გაეცანით დაზღვევის პირობებს და დაუსვით ნებისმიერი თქენთვის მნიშვნელოვანი კითხვა მზღვეველს ან ბროკერს. დარწმუნდით, რომ პოლისი, რომლის შეძენასაც ფიქრობთ, მოიცავს ყველა იმ რიკს, რომლებისგანაც გსურს თავის დაცვა.

სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ: 1. გამოცდილებას;  2. კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობას; 3. სისწრაფეს ანუ რამდენად მოკლე დროში ანაზღაურებენ ზარალს. 4. პროვაიდერ კლინიკებს; 5. საერთაშორისო პარტნიორებს.



გაარკვიეთ, რას არ ფარავს დაზღვევა


ყველა ტიპის დაზღვევა მოიცავს ისეთ პირობებს ან გარემოებებს, რა დროსაც სადაზღვევო ორგანიზაცია თანხას არ გადაგიხდის, მათ „გამონაკლისები“ ეწოდება. დაზღვევის შეძენამდე, მოითხოვეთ დეტალურად აგიხსნან გამონაკლისები და პირობები რა დროსაც არ აგინაზღაურდებათ თანხა. ეს საშუალებას მოგცემთ შეიქმნთ სწორი მოლოდინი.


გაარკვიეთ, ფრანშიზის პირობა და ოდენობა


დაზღვევა ხშირად ითვალისწინებს ფრანშიზას. ეს არის თანხა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. ის შეიძლება იყოს როგორც პირობითი, ასევე უპირობო. ეს უკანასკნელი გულისხმობს, იმ თანხის ოდენობას რაც საზაღვევო თანხას, თითოეული გამოყენებისას აკლდება. პირობითი ფრანშიზა კი თანხის ის ოდენობაა, რომელიც არ ანაზღაურდება კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. მისი ოდენობა და დამახასიათებელი პირობები მოქმედებს სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ პირი მითითებულ ვადებში არ ფარავს სერვისის ღირებულებას სრულად და დროულად, სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულების პირობების, ამ შემთხვევაში კი ზიანის ანაზღაურების, ვალდებულებისაგან თავისუფლდება.


გაეცანით ხელშეკრულებას


დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას ან საჭიროების შემთხვევაში ის აჩვენეთ იურისტს.





თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up