5 რამ, რაც უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ სესხის აღებამდე

access_time2022-11-15 18:30:43

სესხი ანუ კრედიტი, ეს არის თანხა, რომელსაც გამსესხებლისგან, იგივე კრედიტორისგან, დროებით იღებთ და შეთანხმებულ ვადებში დამატებით სარგებელთან ერთად უკან აბრუნებთ. სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ თქვენი გადახდისუნარიანობა, ანუ რა მოცულობის სესხის აღებისა და დაბრუნების შესაძლებლობა გაქვთ თქვენი შემოსავლის, ხარჯებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით ისე, რომ დაკმაყოფილდეს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ძირითადი მოთხოვნილებები. ამისთვის უნდა გააანალიზოთ საკუთარი და ოჯახის შემოსავლები და ხარჯები, დაითვალოთ, თუ რა თანხა გრჩებათ ყველა აუცილებელი ხარჯის დაფარვის შემდეგ და გეყოფათ თუ არა ეს თანხა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ხელშეკრულების მთელი ვადის განმავლობაში პერიოდული შენატანების დასაფარად.


„კომერსანტი“ გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც სესხის აღებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:


1. შეადარეთ ერთმანეთს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული პირობები

სესხის განაცხადის გაკეთებამდე, დააზუსტეთ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების შემოთავაზების შესაძლო ვარიანტები, მათ შორის ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თუ სხვა სესხის გამცემი სუბიექტების. შეადარეთ ერთმანეთს სესხთან დაკავშირებული ხარჯების შესაძლო დიაპაზონი, საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები თუ მოთხოვნები, მოიძიეთ რამდენიმე ალტერნატივა და სესხის განაცხადით უკვე იმ კრედიტორებს მიმართეთ, რომელთა შემოთავაზებები თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ჩანს.


2. ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვლადი. ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მაგალითია ე.წ ინდექსირებული განაკვეთი, რაც გულისხმობს, რომ ის მიბმულია რომელიმე საჯარო ინდექსზე და ამ ინდექსის ცვლილების შესაბამისად იცვლება. ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული ინდექსირებულგანაკვეთიანი სესხებისთვის, ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის, ანუ რეფინანსირების განაკვეთი გამოიყენება.



ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით დაანგარიშებული თანხა სესხის ძირითადი ხარჯია, მაგრამ პრაქტიკაში სხვა სახის ფინანსური ხარჯებიც არსებობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია სხვადასხვა ალტერნატივის შესადარებლად. ამ მიზნით გამოიყენება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომლის დაანგარიშებისას სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ამ ხარჯების გადახდის დრო არის გათვალისწინებული. ამდენად, სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას სწორედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.


3. დათვალეთ სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯები


სესხის აღების პროცესში ფასის მიხედვით უკეთესი ალტერნატივის შერჩევა გაგიადვილდებათ, თუ სესხთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხარჯების შესახებ წინასწარ მოიძიებთ ინფორმაცია. მათი დაჯგუფება რამდენიმე ტიპიურ ხარჯად შეიძლება: 

  1. სესხთან დაკავშირებული საკომისიოები - სესხის დამტკიცების / სესხის გაცემის საკომისიო; სესხის თანხის განაღდების საკომისიო; ანგარიშის მომსახურების საკომისიო და სხვა.

  2. სესხის უზრუნველყოფის ხარჯები  სესხის უზრუნველყოფის რეგისტრაციას, ასევე, სესხის დაფარვის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმებას გარკვეული ხარჯები უკავშირდება; უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვისა და იპოთეკის მოხსნის ხარჯები; მოძრავი ქონების გირავნობის რეგისტრაციისა და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების ხარჯები და სხვა.

  3. დაზღვევის ხარჯები  სესხის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაზღვევა; მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა და სხვა.


4. გაეცანით სესხის დაფარვის გრაფიკს

სესხის დაფარვის გრაფიკი თქვენი შემოსავლების მიღების სქემაზე უნდა იყოს მორგებული, მაგალითად, შეეცადეთ სესხის გადახდის დრო ხელფასის აღების თარიღს ემთხვეოდეს ან რამდენიმე დღით შემდეგ იყოს. დააზუსტეთ, გრაფიკი ყველა ხარჯს ითვალისწინებს თუ მასში მხოლოდ სესხის შენატანებია მოცემული და სხვა ხარჯების, მაგალითად, დაზღვევის, ანგარიშის მომსახურებისა თუ სხვა დამატებითი შენატანების გაკეთება დამატებით მოგიწევთ. 


5. დაწვრილებით გაეცანით ხელშეკრულებას

უფლება გაქვთ თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხი, რაც ბუნდოვანია ხელშეკრულებაში, ან უფრო მეტ განმარტებას საჭიროებს, სესხის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენელთან დააზუსტოთ, ასევე, სიტყვიერად და ხელშეკრულებაში წერილობით გაწერილი საკითხები ერთმანეთს შეადაროთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ხელშეკრულების ხელმოსაწერი ვარიანტი მოითხოვოთ და მას დეტალურად გაეცნოთ ან აჩვენოთ იურისტს, რათა ნებისმიერი სახის მოულოდნელობა გამორიცხოთ. სესხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველა ფინანსური ხარჯი მოცემული უნდა იყოს ხელშეკრულების თავსართში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ყველა გვერდს სრულად გაეცნოთ.

მოლაპარაკების საფუძველზე შესაძლოა, ფინანსურ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების შეცვლაზეც შეთანხმდეთ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up