5 რჩევა ბინის ყიდვის დროს

5 რჩევა ბინის ყიდვის დროს

access_time2022-05-25 12:55:37

ბინის ყიდვა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამიტომ შეძენამდე დიდი დაფიქრებაა საჭირო. გარდა ძირითადი ფაქტორებისა, როგორიცაა საერთო ფართი, უბანი, სართული და.ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია სხვა დეტალებიც.  სასურველი ბინის ყიდვა area.ge-ს საშუალებით ძალიან მარტივი და კომფორტულია, თუმცა შერჩევისას უმჯობესია ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ.


მშენებლობის ხარისხი


შენობის სიმყარე და ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია იმ მასალებზე, რითაც ხდება შენება. როგორც წესი ამ დეტალებში რიგითი ადამიანები ვერ ერკვევიან, ამიტომ საჭიროა კონსულტაციის გავლა კომპეტენტურ ადამიანებთან.


საძირკველი, სახურავი და გაყვანილობა

ეს სამი საკითხი მნიშვნელოვანია და მათი შეცვლა დიდ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ აუცილებლად დააკვირდით შემდეგ დეტალებს: ბზარები კორპუსის ქვედა ნაწილში, მიუთითებს არამყარ საძირკველს, ობი გაყვანილობაზე მანიშნებელია იმისა, რომ დაზიანებულია და შესაძლოა ყიდვიდან ძალიან მცირე დროში შესაცვლელი გაგიხდეთ. მართალია, ბოლო პერიოდში ზედა სართულები ძალიან მოთხოვნადი გახდა ხედებისა და სხვა უპირატესობების გამო, მაგრამ თუ ბინის შეძენას ბოლო სართულზე აპირებთ, აუცილებლად დაინტერესდით რა მდგომარეობაშია სახურავი და დაზიანების შემთხვევაში ვინ იზრუნებს შეკეთებაზე, კომპანია თუ თქვენ, როგორც ბინის მესაკუთრე.



რეკრეაციული ზონა

რეკრეაციული ზონის სახლის მახლობლად არსებობა, ნიშნავს იმას რომ განსატვირთად, სასეირნოდ შორს წასვლა არ დაგჭირდებათ და სახლთან ახლოსვე შეძლებთ დასვენებას.


ამასთან ერთად, კორპუსს, საცხოვრებელ კომპლექსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, სათამაშო მოედნები, ატრაქციონებით უზრუნველყოფილი პარკები, რათა პატარებმა შეძლონ სახლთან ახლოს გართობა.


სავაჭრო ობიექტების სიახლოვე

წარმოიდგინეთ სამსახურიდან დაღლილი მიხვედით სახლში და აღმოაჩინეთ, რომ პური ან სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი აღარ გქონიათ. რამხელა დისკომფორტია, რომ გიწევთ შორ მანძილზე გასვლა ელემენტარული ნივთის შესაძენად. ასეთი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, სანამ ბინას შეიძენთ დააკვირდით არის თუ არა ახლოს სავაჭრო ობიექტები.


ავტოსადგომი

მანქანის გაჩერება ყოველდღიურად რთულდება და ეს პრობლემა არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებს ეხება, არამედ საცხოვრებელ კორპუსებსაც. უკვე თითქმის შეუძლებელი ხდება ადგილის გამოძებნა სახლთან ახლოს მანქანის გასაჩერებლად. ყოველდღიურად ამ პრობლემის წინაშე რომ არ დადგეთ, აუცილებლად დაინტერესდით აქვს თუ არა კორპუსს საკმარისი რაოდენობის ავტოსადგომები.

შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები, ვინმეს მეორეხარისხოვნად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად თითოეულ მათგანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე. ისეთ სტრესულ გარემოში არსებობა, როგორშიც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად უწევს ყოფნა, აუცილებელს ხდის, რომ სახლში შეიქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რათა შეძლოთ განტვირთვა და დასვენება. 

 

(R)


თეგები:
არეა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up