5 რჩევა, რომელიც „შავ პარასკევს“ უნდა გაითვალისწინოთ

5 რჩევა, რომელიც „შავ პარასკევს“ უნდა გაითვალისწინოთ

access_time2022-11-16 12:00:47

შოპინგისთვის საუკეთესო პერიოდი „შავი პარასკევი“ ახლოვდება. წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 25 ნოემბერი იქნება. ამ დღეს, ტრადიციულად, თითქმის მთელ მსოფლიოში სავაჭრო ობიექტები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ და ჩვენც მეტი ხარჯვისკენ ვართ მიდრეკილი.


„კომერსანტი“ გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც „შავ პარასკევს“ უნდა გაითვალისწინოთ, რათა ფული სწორად დახარჯოთ:


1. შეადგინეთ საყიდლების სია

რამდენიმე დღით ადრე ჩამოწერეთ სია, რის ყიდვასაც გეგმავთ „შავ პარასკევს“ და რაც აუცილებლად გჭირდებათ. საყიდლების სია დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსარგებლო ნივთების შეძენას და მარტივად შეძლოთ იმ მაღაზიების შერჩევა, სადაც თქვენთვის სასურველი პროდუქცია შესაძლოა იყოს.


2. განსაზღვრეთ ბიუჯეტი 


წინასწარ განსაზღვრეთ ის ბიუჯეტი, რომლის დახარჯვასაც გეგმავთ. ფასდაკლებების დაწყებამდე გადახედეთ სასურველი ნივთების ფასებს, იმისათვის, რომ უფრო მარტივად განსაზღვროთ ბიუჯეტი და შემდეგ უკვე ზუსტად იცოდეთ, დააკლდა თუ არა თქვენთვის სასურველ ნივთს „შავ პარასკევს“ ფასი (სამწუხაროდ, ხანდახან ფასდაკლება რეალური არ არის).


არ იქონიოთ თან იმაზე მეტი თანხა, რამდენის დახარჯვასაც გეგმავთ. ონლაინ შოპინგისას, ეცადეთ ბარათზე მხოლოდ აუცილებელი ნივთების შეძენისთვის საჭირო თანხა გქონდეთ.


3. არ იყიდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებულია

ბევრი საინტერესო შეთავაზება ისეთ ნივთებზე კეთდება, რომლის ყიდვასაც არ აპირებდით და სიაში არ გქონდათ. სანამ რაიმეს შეიძენდეთ, დაფიქრდით: ყიდულობთ იმიტომ, რომ გჭირდებათ და გამოიყენებთ, თუ მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ფასი აქვს.


4. ონლაინ შოპინგისას ნივთები მხოლოდ სანდო ვებ-გვერდებზე შეიძინეთ


თუ ნივთის შეძენას ინტერნეტით გეგმავთ, კარგად შეისწავლეთ შერჩეული ვებ-გვერდი და მომწოდებელი კომპანია, რამდენად სანდოა და გამოცდილი, როგორი რეიტინგი და შეფასებები აქვთ, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. ასევე დეტალურად გაეცანით პროდუქტის აღწერას, რათა ზუსტად იცოდეთ რა ნივთს იძენთ. წაიკითხეთ შესყიდვის, მიწოდებისა და უკან დაბრუნების პირობები.


5. დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები


ონლაინ შოპიგისას ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანისას, რათა თქვენი ბარათის ინფორმაცია კიბერთაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს. დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც ბარათის მონაცემები შეგყავთ, ის უნდა იწყებოდეს https://-ით, რათა თქვენი ინფორმაცია დაშიფრულად გაიგზავნოს. არასდროს არ გაუზიაროთ ბარათის მონაცემები, განსაკუთრებით უსაფრთხოების CVV/CVC კოდი მესამე პირებს. სასურველია, ონლაინ შესყიდვებისთვის ცალკე ბარათი გქონდეთ, რომელზეც ზუსტად იმდენ თანხას განათავსებთ, რამდენის დახარჯვასაც გეგმავთ. 


ცნობისთვის, პირველად ტერმინი - „შავი პარასკევი“, აშშ-ში მეცხრამეტე საუკუნეში, კერძოდ 1869 წელს გამოიყენეს და თავდაპირველად მას ფასდაკლებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ვებ გვერდმა - History.com რამდენიმე წლის წინ ამ თემაზე საინტერესო სტატია გამოაქვყენა. 1864 წლის 24 სექტემბერს, ამერიკის ოქროს ბირჟაზე კრიზისი დაიწყო, რის გამოც ბევრი ადამიანი გაკოტრდა და სწორედ ამ დღეს უწოდეს „შავი პარასკევი“. კიდევ ერთი მოსაზრებით, ნოემბრის თვის ბოლო პარასკევს - „შავი პარასკევი“, 1950-იან წლებში, მადლიერების დღის (Thanksgiving) მეორე დღესთან დაკავშირებული საცობების გამო დაერქვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up