5 თვეში თურქეთიდან დაახლოებით 360 ტონა მედიკამენტი შემოვიდა - ასოციაცია

5 თვეში თურქეთიდან დაახლოებით 360 ტონა მედიკამენტი შემოვიდა - ასოციაცია

access_time2022-07-19 15:00:16

თურქეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტი ხუთი თვის წინ დაიწყო, დღეისათვის კი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები 60% − 80%-მდე არის შემცირებული. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით, მხოლოდ მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.


„ფარმაცევტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი „კომერსანტთან“ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების შემოტანის ეფექტზე საუბრობს და ამბობს, რომ 5 თვეში მეზობელი ქვეყნიდან უკვე დაახლოებით 360 ტონა მედიკამენტი შემოვიდა.


„თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, საწყის ეტაპზე იყო სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ის რომ გაჩნდა მედიკამენტების დეფიციტი, რაც პანიკურმა შესყიდვებმა გამოიწვია. ზოგადად სანამ უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი აეწყობა ამას სჭირდება გარკვეული დრო, მინდა გითხრათ ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად მოხდა ეს. პირველ 5 თვეში თურქეთიდან დაახლოებით 360 ტონა მედიკამენტი შემოვიდა. ქრონიკული მიმართულებით არის დიდი მოთხოვნა, ეს იქნება გულ-სისხლძარღვთა თუ დიაბეტი, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ აუცილებელი მედიკამენტებია შემოტანილი. რა პირობებითაც შემოდის სხვა წამლები სხვა ქვეყნებიდან, აბსოლუტურად იგივე ვრცელდება თურქეთთან მიმართებით, ეს კანონი 2009-ში გამოიცა და ახლა უკვე 2022-ში დაემატა მას ისრაელი, ხორვატია და თურქეთი.



რაც შეეხება ფასებს, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების გაძვირება სავარაუდოდ აგვისტოდან მოხდება, რადგან რამდენიმე დღის წინ თურქეთში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თურქული მედიკამენტების ფასების ზრდას გულისხმობს, რა თქმა უნდა საქართველოში შემოტანილ პროდუქციაზეც მოახდენს გავლენას და სავარაუდოდ აგვისტოდან ფასები 30%-ით გაიზრდება. თუმცა ის მაინც იაფიან სეგმენტში მოხვდება, რადგან ზოგადად მთელ მსოფლიოში ძვირდება მედიკამენტები, მაგალითად ამერიკაშიც სადაც ისტორიულად მაღალ დონეზეა ინფლაციის მაჩვენებელი“,  აღნიშნავს ილონა კოკიაშვილი.


თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 17 იანვარს გაიხსნა. გარდა ამისა, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით აღარ გაიცემა და ექიმი დანიშნულებას ელექტრონული ფორმით გასცემს. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, 11 აპრილიდან დაინერგა გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ექიმი დანიშნულებაში წამლის მხოლოდ გენერიკულ, ანუ საერთაშორისო დასახელებას უთითებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up