5 წელიწადში თბილისში ამორტიზებული გაზის მილების 95% გამოიცვლება

5 წელიწადში თბილისში ამორტიზებული გაზის მილების 95% გამოიცვლება

access_time2021-10-22 11:00:20

თბილისში ძველი, საბჭოთა დროინდელი გაზის მილების ჩანაცვლებისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ გაზაშია. თბილისის იმ უბნებში, სადაც ქსელები თითქმის ამორტიზებული იყო, მილების 60% ჩანაცვლდა. გაზის მილების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესს ,,თბილისი ენერჯი“ 5-წლიანი გეგმის ფარგლებში ახორციელებს. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, 2025 წლის ბოლოს გამოუსადეგარი ძველი მილების  95% სრულად შეიცვლება.


,,ძველი, საბჭოთა პერიოდის გაზის მილების  აღდგენა-რეაბილიტაციის ააქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. მაქსიმალურ გამოვიყენეთ გაზაფხული-ზაფხული და რეაბილიტაციის პროცესს ახლაც ვაგრძელებთ.  მაგალითისთვის,  სულ ახლახან დასრულდა  ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილების სრული რეაბილიტაცია.  იმერეთის ქუჩაზე და მიმდებარე ქუჩებზეც სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სრულად შეიცვალა კომუნისტების დროს ჩაყრილი მილები, ქსელი ამორტიზებული იყო.  ,,თბილისი ენერჯიმ“ აღნიშნულ ქუჩებზე  ახალი ქსელები და მრიცხველები დაამონტაჟა. ამით დასრულდება სრულიად ნაძალადევის რაიონის რეაბილიტაცია, რაშიც კოლოსალური შრომა და რესურსი ჩაიდო. ნაძალადევის რაიონში არის 14 700 ოჯახი, რომელსაც გაზი უკვე  ახალი მილებით მიეწოდება. ჩვენ გვაქვს გაწერილი მომავალი 5 წლის გეგმა, რომლითაც ,,თბილისი ენერჯის“ მიერ შესწავლილი ძლიერ ამორტიზებული მილების 95% შეიცვლება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი ლეფსვერიძე.



მისვე ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მილები იცვლება, მონტაჟდება თანამედროვე აღრიცხვის ხელსაწყოები და მრიცხველები, რამაც მომსახურება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.




,,ათეული მილიონობით ლარია დახარჯული, არა მარტო მილები, აღრიცხვის ხელსაწყოები და  გამანაწილებლებიც შევცვალეთ, ასევე მარეგულირებელი პუნქტები და სხვა, რაც ძალიან ძვირია. ამით უმჯობესდება თითოეული თბილისისთვის მიწოდებული გაზის წნევა და ხარისხი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულია არა მარტო ცენტრალურ, არამედ შიდა კვარტალური და შიდა ქუჩების მილებიც შეიცვალა.  ამ მხრივ მძიმე მდგომარეობა იყო ნაძალადევში,  წყნეთში,  მთაწმინდაზე, ჭავჭავაძის გამზირსა და ვაკის რამდენიმე ქუჩაზეც. გლდანი ამ მხრივ ყველაზე კარგი უბანია, რადგან შედარებით გვიან გაზიფიცირდა, 2000-იან წლებში, თან მიწისზედა ქსელი გვაქვს, ადვილად არ იჟანგება და კოროზია არ ედება“, - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.



გაზის მილების უსაფრთხოებასთან დაკავშირები ბოლო წლებში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გაზის მილების საექსპლუატაციო ვადა 30 წელია, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქიმიური დაცვაც აქვს, ნიადაგი ნეიტრალურია და არც მოხეტიალე დენი შეიმჩნევა.



რეალურად თბილისში სამივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up