5 წელიწადში წამლები სახვა პროდუქციაზე 3-ჯერ მეტად გაძვირდა

5 წელიწადში წამლები სახვა პროდუქციაზე 3-ჯერ მეტად გაძვირდა

access_time2021-09-06 12:00:48

საქართველოში სოციალური პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პირველად ჯანდაცვაზე, კერძოდ კი მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობაა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების შეძენისას ჯიბიდან გადახდისას მედიკამენტების შეძენის წილი 60%-ს აჭარბებს. თუ ბოლო 5 წელიწადში სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 35%-ით გაიზარდა, წამლების ფასები გაორმაგდა. სახელმწიფო დაზღვევა წამლების ფასს არ ანაზღაურებს. პენსიონერი იძულებული ხდება სიცოცხლის გადასარჩენად კვების რაციონი შეამციროს.



საყოველთაო დაზღვევა ქართული ოცნების 2012 წლის დაპირებების ნაწილს შეადგენდა. 2013 წლის თებერვლიდან 5 ლარიანი, 2013 წლის ივლისიდან კი 15 ლარიანი პაკეტი ამოქმედდა. 2013 წლიდან მოყოლებული დაზღვევაზე გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველთვის შესწორებასა და გაზრდას საჭიროებდა. ამის პარალელურად პაციენტები მომსახურების ხარისხს უჩიოდნენ, კლინიკები - დაბალ ფასებსა და ანაზღაურების დაგვიანებას. ხარჯების ზრდის გამო, სახელმწიფო 2017 წლიდან იძულებული გახდა კერძო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანები პროგრამიდან ამოეღო. იქამდე კერო დაზღვევა მხოლოდ სახელმწიფო დაზღვევის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ერთვებოდა. პროგრამის მიღმა დარჩნენ ის ადამიანებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა, თუმცა მათი სრული უმრავლესობა იქამდეც კერძო დაზღვევით სარგებლობდა. ხოლო იმ ადამიანებს რომელთა ხელფასიც 1000 ლარი ან მეტი იყო, დაზღვევა შეუნარჩუნდათ, ოღონდ გაუარესებული პირობებით. 2019 წელს პროგრამაში ჩართულ კლინიკებს დადგენილება #520-ის ძალით ოპერაციების თანხებზე ლიმიტების დაუწესდათ.
2021 წლის აგვისტოში ინფლაციამ ათწლეულის რეკორდი მოხსნა და 12.8%-ს მიაღწია. ბოლო 3 წელიწადში სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 24%-ით, ბოლო 5 წელიწადში 35%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში წამლები საშუალოზე მეტად გაძვირდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით მედიკამენტებზე ფასები 17.9%-ითაა მომატებული.



ცალკეულ მედიკამენტებზე კიდევ უფრო მაღალი ფასების ზრდა ფიქსირდება. აგვისტოში ტკივილგამაყუჩებლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით უფრო ძვირი ღირდა, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 26%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 19%-ით. ცოტა უფრო გრძელვადიან პერიოდში გაძვირება უფრო მეტად შესამჩნევია. ბოლო 5 წელიწადში ტკივილგამაყუჩებლების ფასი გაორმაგდა, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების - 96%-ით გაიზარდა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტების - 83%-ით.



2016 წლის აგვისტოში ასაკობრივი პენსია 180 ლარს შეადგენდა. დღეს 70 წლამდე პირები 240 ლარს იღებენ, 70 წლიდან ზევით 275 ლარს. გამოდის, რომ თუ ნომინალური პენსია ბოლო 5 წელიწადში 33-53 პროცენტით გაიზარდა, წამლები 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაძვირდა.



რაიმეს სიძვირეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მოთხოვნადი პროდუქტია, ხშირად კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს. კონკურენციის შესაზღუდად კი ყოველთვის იარაღით მუქარა არ არის საჭირო. რეგულაციების სიმრავლე მცირე მოთამაშებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. იგივე რეგულაციები ხარჯს დიდ ბიზნესებსაც უზრდის, მაგრამ მარტო დარჩენილებს შემოსავლები კიდევ უფრო მეტად ეზრდებათ.




თურქეთი საქართველოსთვის #1 იმპორტიორია, სადაც წამლების ფასი 3-ჯერ, 4-ჯერ და რიგ შემთხვევებში 6-ჯერ იაფიცაა, თუმცა საქართველოს მოქალაქეს მარტივად საზღვარზე გადასვლა, იქ მედიკამენტების შეძენა და შემდეგ საქართველოში შედარებით დაბალ ფასად გაყიდვა არ შეუძლია. ბარიერი „კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებაა.“ ამის შემდეგ საქმეში, 2009 წლით დათარიღებული ჯანდაცვის მინისტრის #344 ბრძანება ერთვება, რომლის სათაურიც არც მეტი, არც ნაკლები – 44 სიტყვიანია. კონკრეტული წამლის აღიარებასა და ბაზარზე დაშვებას ხანგრძლივი პროცედურები და საბუთების წყება ესაჭიროება, რის გამოც წამლების უმრავლესობა მნიშვნელოვნად ძვირდება, წამლების მცირე ნაწილი კი საერთოდ დეფიციტური ხდება და არათუ იმ ფასად, რაც თურქეთშია, 5-ჯერ ან 10-ჯერ ძვირადაც აღარ არის ხელმისაწვდომი.



2019 წელს საქართველოში $366 მლნ-ის მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა. შემდეგ გარკვეული ფასნამატით $172 მლნ-ის პროდუქცია ექსპორტზე გავიდა. 2020 წელს იმპორტი $337 მლნ-მდე, რეექსპორტი კიდევ უფრო მეტად - $99 მლნ-მდე შემცირდა. თურქეთიდან გამარტივებული იმპორტის დაშვების შემთხვევაში, როგორც 2019, ასევე 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები მინიმუმ $100 მლნ–ს დაზოგავდნენ.



საქართველოში 4 დიდი სააფთიაქო ქსელია: ავერსი, პსპ, ჯიპისი და ფარმადეპო. ამასთან ჯიპისიც და ფარმადეპოც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის საკუთრებაა. ცალკეულ მედიკამენტებზე სააქციო დღეებში შეიძლება ფასებში მცირე სხვაობა დაფიქსირდეს, მაგრამ როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში წამლების საფასური თითქმის იდენტურია.



სახელმწიფო დაზღვევაში მედიკამენტები მცირე გამონაკლისის გარდა არ არის გათვალისწინებული და არც განიხილება. კერძო დაზღვევის ნაწილი წამლების საფასურსაც ანაზღაურებს, მაგრამ მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლად ფენას - პენსიონერებს კერძო დაზღვევა არ გააჩნიათ. ასაკობრივი პენსია დაქირავებით დასაქმებულის ხელზე ასაღებ საშუალო ხელფასზე 4-ჯერ ნაკლებია, პენსიონერი კი, როგორც წესი, ახალგაზრდასთან და შუახნის ადამიანთან შედარებით უფრო მეტ წამალს საჭიროებს, რის გამოც მის ხარჯებში წამლების წილი საკმაოდ მაღალია და ხშირად ის ექიმის გამოწერილი წამლებიდან მხოლოდ ნაწილის შეძენას ახერხებს.



არაკეთილსინდისიერი ექიმები ცალკე პრობლემას წარმოადგენენ. თეთრხალათიანი ადამიანების ნაწილი პაციენტს დამატებით არასაჭირო, გამოუსადეგარ წამლებს უწერს, რათა შემდგომ რეალიზაციიდან გარკვეული თანხა მასაც შეხვდეს. პენსიონერი და არამხოლოდ პენსიონერი კი კვების რაციონს ამცირებს, რათა იყიდოს წამალი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში არ სჭირდება და უარეს შემთხვევაში ავნებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up