5 ყველაზე პოპულარული საინვესტიციო სტრატეგია

5 ყველაზე პოპულარული საინვესტიციო სტრატეგია

access_time2022-01-08 13:30:31

ინვესტიციის განხორციელება კარგი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ, პენსიაზე გასვლის შემდეგ გქონდეთ ფინანსები ან, თუნდაც, გამოხვიდეთ ფინანსური კრიზისიდან. მაგრამ ინვესტიციის მომგებიანად განხორციელება საკმაოდ რთული საქმეა. ამ ამოცანის გამარტივება დროში გამოცდილ, კარგ საინვესტიციო სტრატეგიას შეუძლია, რომელიც შეამცირებს რისკებს და კარგ ანაზღაურებასაც მოიტანს.

შემოგთავაზებთ ხუთ ყველაზე პოპულარულ საინვესტიციო სტრატეგიას, თავისი უპირატესობებითა და შესაძლო რისკებით.

  • იყიდეთ და დაიტოვეთ

ეს კლასიკური სტრატეგიაა. იდეალურ შემთხვევაში, შეძენილ აქციებს არასოდეს ყიდით ან მას მინიმუმ 3-დან 5 წლამდე დროით იტოვებთ.

უპირატესობაარ მონაწილეობთ აქტიურ ვაჭრობაში, რაც ხშირად შემოსავლების შემცირების რისკს ზრდის. არ მოგიწევთ ტრეიდერების მსგავსად ბაზარზე მუდმივად მიჯაჭვულობა. თუ აქციებს არ გაყიდით, აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, როდის და რა ფასად გაყიდოთ და თავიდან აიცილებთ კაპიტალზე მოგების გადასახადსაც.

რისკი: ეს სტრატეგია გაამართლებს, თუ აქციების გაყიდვის ცდუნებას გაუძლებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბაზარზე სიტუაცია გაუარესდება, თუნდაც, ვარდნა 50%-იანი იყოს.

  • შეიძინეთ საფონდო ინდექსი

ეს სტრატეგია მიმზიდველი საფონდო ინდექსის შეძენას გულისხმობს. საინვესტიციოდ ყველაზე პოპულარული ინდექსებია Standard & Poor’s 500 და Nasdaq Composite.

უპირატესობა: საფონდო ინდექსის შეძენით ყიდულობთ დივერსიფიცირებულ პორტფელს, რომელიც, ცალკეული კომპანიის აქციებთან შედარებით, ნაკლებად რისკიანია.

რისკიდივერსიფიცირებული პორტფელის ყიდვა ყოველწლიურად საშუალოდ 10%-იან სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ არა ყველაზე მაღალ წლიურ პროცენტს.

  • საფონდო ინდექსი და ცოტა მეტი

ამ სტრატეგიით ყიდულობთ საფონდო ინდექსს და კიდევ რამდენიმე აქციას. მაგალითად, თანხის 94%-ს აბანდებთ საფონდო ინდექსში და დანარჩენი 3-3%-ით ყიდულობთ Apple-ისა და Amazon-ის აქციებს. ეს კარგი ვარიანტია დამწყები ინვესტორისთვის.

უპირატესობა: დაბალი რისკი, ნაკლები სამუშაო და საკმაოდ კარგი შემოსავალი.


რისკი: თუ ცალკეულ აქციას პორტფელში შედარებით მცირე წილი უკავია, რისკები ნაკლებია, ისევე, როგორც საფონდო ინდექსის შეძენისას. თუ პორტფელში ინდივიდუალური აქციების წილი დიდი არ არის, ეს ინვესტიცია საშუალო საბაზრო ანაზღაურებას მოიტანს. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული აქციების შერჩევამდე, ინვესტიციის განხორციელებამდე ანალიზის ჩატარება დაგჭირდებათ, რაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს.   

  • ინვესტიცია შემოსავლებში

ამ დროს ინვესტირება ხდება დივიდენდის გადამხდელ აქციებსა და ობლიგაციებში. ანაზღაურების ნაწილს ინვესტორი ნაღდი ფულის სახით იღებს, რომლის რეინვესტირება შეუძლია განახორციელოს მეტ აქციებსა და ობლიგაციებში. შემოსავლის ნაწილს კი ინვესტორი ობლიგაციებიდან მიღებული პროცენტის სახით იღებს.

უპირატესობა: ასეთი ინვესტიცია საშუალებას იძლევა, უსაფრთხოდ მიიღოთ რეგულარული ფულადი შემოსავალი. როცა საფონდო ბაზარი ეცემა, ინვესტორები უსაფრთხოდ არიან, რადგან მათი აქტივები ისეთ სექტორებშია, როგორიცაა უძრავი ქონება და კომუნალური მომსახურება. როგორც წესი, ანაზღაურება დროთა განმავლობაში იზრდება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რისკი: მიუხედავად იმისა, რომ რისკი უფრო დაბალია, ვიდრე აქციებში ინვესტირებისას, ისიც შეიძლება დაეცეს. ინვესტირება ზოგიერთი სახის ობლიგაციებში, დაბალი ანაზღაურების გამო, არამიმზიდველი შეიძლება იყოს. არის შემთხვევები, როცა შემოსავალი ინფლაციას ვერ ფარავს.

  • დოლარის საშუალო ღირებულება

გულისხმობს ფიქსირებული თანხის ინვესტირებას რეგულარულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სტრატეგია მარტივია და მცირე ინვესტიციით კარგი შედეგების მიღება  შეუძლია. მაგალითად, შეგიძლიათ თვეში $500-ის ინვესტიცია განახორციელოთ, იმის მიუხედავად, ბაზარი მზარდია თუ ვარდნას განიცდის. ან შეგიძლიათ, ყოველ კვირას $125 დაამატოთ ინვესტიციას. შესაბამისად, ყოველთვიურად შეძენილი აქციების რაოდენობა განსხვავებულია. როდესაც აქციების ღირებულება იზრდება, თქვენი ფული ნაკლებ აქციას ყიდულობს. ხოლო როცა აქციის ფასი შემცირდება, თქვენი ფულით მეტი აქცია მოგივათ.

უპირატესობა: თავიდან აიცილებთ მთელი თქვენი ფულის ერთდროულად დაკარგვის რისკს. განსაზღვრული დროის შემდეგ პორტფელის მოცულობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუნდაც მხოლოდ დისციპლინირებული მიდგომის გამო, რაც რეგულარულ ინვესტირებას უკავშირდება.

რისკი: მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია თავიდან აგაცილებთ ძალიან მაღალი ფასის გადახდას, ის ასევე ხელს შეგიშლით, იყიდოთ დაბალ ფასად. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინვესტიციამ მაღალი ანაზღაურება მოიტანოს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up