500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

access_time2023-04-10 20:00:06

 10 აპრილი, 2023 - საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონის ველიში დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ინტენსიური შერჩევის პროცესის შემდეგ კი 12 კომპანია შეირჩა, რომლებიც აქსელერაციის პროგრამას გაივლიან. მათ შორის არიან: Arena Games, Bilimber, DataMind, Dealpad, Deskntea, Emonomy, Fortu Wealth, Glorri, Murmur, OneApp, Squares, and Uteach. აღნიშნული კომპანიები                EECCA (Eastern Europe, Caucasus, and Central Asia) რეგიონის 7 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

 

12 კვირიანი ინტენსიური ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამასთან ერთად, მონაწილეები საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად აქტიურად იმუშავებენ ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე, რაც მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

 

500 Georgia-ს პროგრამის დაწყების შემდეგ უკვე ათობით ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ წელს აპლიკაციების 70% ისეთი ქვეყნებიდან შემოვიდა, როგორებიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, უზბეკეთი, ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნები.

 


„საქართველოს ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წელს 500 Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 500 Georgia არის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, მიიღონ წვდომა 500 Global-ის აქსელერაციის საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტრუმენტებზე, გახდნენ 500 Global-ის პორტფოლიოს სტარტაპები, მიიღონ არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის ეფექტური სტრატეგიის შექმნისა და ფონდების მოზიდვის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, ადგილი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზარზე. ამასთანავე, 500 Georgia წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააუმჯობესოს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემა და რეგიონში იქცეს სტარტაპების აქსელერაციის ჰაბად“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული და მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელი ლევან გომშიაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Georgia წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას ჩაატარებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს სტარტაპებს საქართველოდან და EECCA რეგიონიდან.

 

500 Global-ის შესახებ:

 

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.8 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 50-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 28 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

 

შერჩეული კომპანიების შესახებ:

 

  • Arena Games არის Web 3.0-ის თამაშების პლატფორმა, რომელიც ეხმარება დეველოპერებს, ტრადიციული თამაშები WEB 3.0-ის ფორმატში გადაიტანონ. ამასთან, მოთამაშეებს აძლევს წვდომას GameFi სამყაროზე;
  • Bilimber შესაძლებლობას აძლევს 6-12 კლასის მოსწავლეებს, სულ რაღაც ერთ წუთში      დაუკავშირდნენ საუკეთესო რეპეტიტორებს;
  • DataMind ეხმარება კომპანიებს შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და აწარმოონ მონაცემები მისი Data Warehouse სერვისის მეშვეობით. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს ყველა არსებული მონაცემი, დაჯგუფებისა და დროის შეზღუდვის გარეშე;
  • Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც უადვილებს მათ კლიენტებზე წვდომას და ეხმარება კავშირის დამყარებაში;     
  • Deskntea ონლაინ პლატფორმაა, რომელიც  მომხმარებელს ეხმარება მუსიკის სწავლასა           და გაკვეთილების ჩატარებაში;    
  • Emonomy  ხელოვნურ ინტელექტს (AI) მსოფლიო ბრენდ მარკეტინგთან აკავშირებს, სადაც  ემოციები ყველაზე ღირებული ვალუტაა;
  • Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ემსახურება;
  • Glorri არის სრულყოფილი Software-as-a-service (SaaS) პლატფორმა, რომელიც შექმნილია როგორც ადამიანური რესურსების მართვის (HR) გუნდებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებლებისთვის;
  • Murmur არის მონაცემების დამუშავებაზე დაფუძნებული გარე სარეკლამო პლატფორმა, რომელიც რეკლამების განთავსებას მონაცემთა ანალიზის შედეგად სტრატეგიულად ახდენს;
  • OneApp არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, იპოვონ და შეავსონ განაცხადი ონლაინ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით;
  • Squares არის დინამიური მარქეთფლეისი, რომელიც მომხმარებლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ტიპის ღონისძიების მასპინძლობა და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მობილიზება;
  • Uteach არის ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც კურსის შემქმნელებს       გასაყიდად და საკუთარი უნარების მონეტიზაციისთვის საჭირო ფუნქციებით უზრუნველყოფს.


თეგები:
500 Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up