პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლებით სამუშაოებზე 500 მლნ ლარი დაიხარჯებოდა, პოლიტიკოსთა და ეკონომისტთა მხრიდან არაერთგაროვანი შეფასება მოჰყვა. უმეტესობა მათგანი თანხმდება, რომ განცხადება უფრო მეტად წინასაარჩევნოა გამოსვლაა ვიდრე ეკონომიკური აღორძინების დასაწყისი.
პრემიერის ინიციატივა შეაფასა ფაქტმეტრმაც და მას „ტყუილი“ უწოდა. მედიაპლატფორმას შეკითხვები თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გაუჩნდა. რეგიონებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლიურად 300-450 მლნ ლარი ადრეც იხარჯებოდა, მაგრამ პრორგამისთვის „მასშტაბური განახლება“ არ უწოდებიათ.
2013-2020 წლებში ყველაზე მეტი რეგიონებზე ჯამში 2.940 მლრდ ლარი დაიხარჯა, მათგან ყველაზე მეტი - 450 მლნ ლარი 2020 წლის ბიუჯეტი იყო. 2021-ში 500 მლნ-ც რომ დიხარჯოს, გაუფასურებული ლარის ფონზე დიდი სხვაობა აღარ იქნება.
500 მლნ ლარი თუ რეგიონებზე თანაბრად გადანაწილდა საშუალოდ თითოეულს 8 მლნ ლარამდე შეხვდება. ამ თანხით სკვერის მოწყობა, რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია ან გზის დაგება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ლაპარაკი გადაჭარბებულია.
პრემიერის შემდეგ განცხადება ინფრასტრუქტურის სამინისტრომაც გააკეთა. უწყების ცნობით 500 მლნ 4 წელიწადზე გადანაწილდება. განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ ეს თანხა რეგიონებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს არ განაკუთვნება და დამატებითი სახსრებია.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით დამატებითი კრედიტის აღება არ იგეგმება, პროექტზე ბიუჯეტიდან ჯამში 350 მლნ ლარამდე დაიხარჯება, 150 მლნ ლარზე მეტი კი დონორების დაფინანსება იქნება.
თუ პროგრამის ბიუჯეტი 4 წელიწადზე თანაბრად გადანაწილდა, მაშინ ერთ მუნიციპალიტეტზე წლიურად დასახარჯი თანხა 2 მლნ ლარამდე მცირდება.
ჯერჯერობით უცნობია იმ პროექტების სია, რასაც პროგრამით გათვალისწინებული თანხა მოხმარდება, ზოგადი განცხადების მიხედვით კი ის იქნება: კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, ადმინისტრაციული ცენტრები, კურორტები და რეკრეაციული სივრცეები.
500 მლნ ლარი ამჟამინდელი კურსით $145 მლნ-ს უდრის, რაც მხოლოდ 2 ლაქშერი კლასის სასტუმროს აშენებისთვისაა საკმარისი. სახელმწიფო სასტუმროებს არ აშენებს და არც უნდა აშენებდეს, მან შეიძლება მხოლოდ კომუნიკაციების საშუალებების სასტუმრომდე მიყვანა უზრუნველყოს, უბრალოდ $145 მლნ რეგიონების მასშტაბური განახლებისთვის არასაკმარისი თანხაა.