თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცისთვის EBRD-ის  €51-მილიონიანი სესხი გამოიყოფა

თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცისთვის EBRD-ის €51-მილიონიანი სესხი გამოიყოფა

access_time2023-01-17 15:30:56

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერს საქართველოში უფრო ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. 50,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხი თბილისში 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების დაფინასების საშუალებას იძლევა. ფინანსური პაკეტი მოიცავს 5 მილიონ ევრომდე საინვესტიციო გრანტს მწვანე კლიმატის ფონდისგან  (GCF).



როგორც EBRD-ის რელიზშია აღნიშნული, თბილისი, რომლის მოსახლეობა 1.2 მილიონს შეადგენს, ერთ-ერთი პირველი შეუერთდა EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამასრომელიც მხარს უჭერს მის წევრებს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში მდგრადი ინვესტიციების და პოლიტიკური ღონისძიებების საშუალებით.



„ეს ქალაქი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა (GCAP) შეიმუშავა. თბილისმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს თავისი ძალისხმევით, მათ შორის ავტოპარკის განახლებისა და ქსელის რესტრუქტურიზაციის კუთხით.



ახალი სესხი ეფუძნება ამ ფართო ძალისხმევას, რომლის ნაწილი გულისხმობს კერძო ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის წახალისებას. ქალაქის სატრანსპორტო სისტემა სარგებელს მიიღებს მისი მეტროსადგურების საიმედოობის, ეფექტურობის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების შედეგად. ესკალატორების უკეთესი განათება, ვენტილაცია და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესებს თბილისელების ყოველდღიური მგზავრობის ხარისხს, ხოლო სადრენაჟე სისტემების კაპიტალური რემონტი ქსელის კლიმატისადმი მედეგობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“.  განმარტავენ  EBRD-ში. 



ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტივების მართვის ახალ გეგმასთან ერთად, რომელიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, გაზრდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) შემოსავალს, რომელიც არ არის ტარიფთან დაკავშირებული, ამავდროულად გააუმჯობესებს სერვისს აუცილებელი ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დროის შემცირების გზით.



„EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან, ბანკმა ინვესტირება მოახდინა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის ფინანსური, კორპორატიული, ურბანული, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.



დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ სესხის ხელშეკრულებას თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის. იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი გააუმჯობესებს გარემოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარისხს. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს რომ პროექტის წარმატებული შესრულება  მეტ ხალხს უბიძგებს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისკენ. პროექტი გააუმჯობესებს მეტრო სადგურების ხელმისაწვდომობას, სანდოობას და უსაფრთხოებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს მეტროს ენერგო ეფექტურობას და დაეხმარება ქალაქს ააშენოს უფრო ეფექტური და კლიმატურად მდგრადი ინფრასტრუქტურა.



ბოლოს, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს როგორც ჩვენ საიმედო პარტნიორს, რომელიც ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. იმედი მაქვს რომ ეს პროდუქტიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.



„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და პირადად ვაწერ ხელს ამ შეთანხმებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან. ბოლო წლებში თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიმართულებით მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად. მოხარული ვართ, რომ EBRD-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება,  განმარტა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენმა.



EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.

 


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up