5 517 რეგისტრირებული კოოპერატივიდან აქტიურის სტატუსი მხოლოდ 198 სუბიექტს აქვს

5 517 რეგისტრირებული კოოპერატივიდან აქტიურის სტატუსი მხოლოდ 198 სუბიექტს აქვს

access_time2022-04-20 11:00:52

საქართველოში რეგისტრირებული კოოპერატივების უდიდესი უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით კოოპერატივია რეგისტრირებული, საქმიანობას ძალიან მცირე ნაწილი აგრძელებს, რაც  ადასტურებს, რომ სექტორში რეალურად მძიმე მდგომარეობაა და კოოპერატიული მეურნეობები საქართველოში ვერ ვითარდებიან. 


,,საქსტატის“ მონაცემიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 1–ლი იანვრის მდგომარეობით, 5 517 რეგისტრირებული კოოპერატივიდან აქტიურის სტატუსი მხოლოდ 198 სუბიექტს აქვს.


კოპერატივების შექმნის მიზანი ფერმერული მეურნეობების გაზრდაა.  განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერებისთვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო პროექტები ამ მიმართულებით დიდწილად წარუმატებელია და კოოპერატივები მხოლოდ ქაღალდზე აგრძელებენ არსებობას, როგორც ამას ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს.


სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე კოოპერატივების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე საუბრობს და ,,კომერსანტთან“ რამდენიმე მიზეზს განმარტავს, რის გამოც დარგში დიდი ჩამორჩენაა.


,,გაფორმებულია მეტი, მაგრამ საქმიანობას გაცილებით ნაკლები მეპაიე ეწევა. კოოპერატივების პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო, რომ დაფინანსებას მიიღებდნენ ისისნი, რომლებიც მეტ ადამიანს მოიცავდნენ. რამდენიც არ უნდა იყოს გაფორმებული, სინამდვილეში თითო კოოპერატივში ჩართული ადამიანების რაოდენობა 2-3- არ აღემატება.  ამ დროს შეიძლება 8-9 ადამიანი იყოს გაფორმებული. სხვადასხვა პერიოდში კოოპერატივად მცირე მეურნეობები  მხოლოდ იმის გამო  გაფორმდნენ, რომ გრანტი მიეღოთეს არის რეალობა. თავისთავად კოოპერატივების სისტემა ძალიან კარგია, მაგრამ შემოწმება თუ მოხდება, იქაც ბევრი დარღვევა აღმოჩნდება. კოოპერატივებიდან გარკვეული რაოდენობა  ან გაყიდულია, ან უფუნქციო“, - ამბობს კობალაძე და დასძენს, რომ კოოპერატიულ მეურნეობებს სოფლის მეურნეობაში დიდი შედეგის მოტანა შეუძლიათ, ამიტომ ეს მიმართულება განსაკუთრებით მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და მეტი გარანტიები ჩაიდოს.



„ბევრი დარღვევაა, მაგრამ კოოპერატივი ისეთი მექანიზმია, რაზეც არ უნდა ვთქვათ უარი.  ხარისხობრივი თვალსაზრისით, მათ ეფექტიანობაში ეჭვი მეპარება. დარგის განვითარებას ხელს უშლის თვითონ მენტალიტეტი, ის რომ ყველას პირველობა უნდა. ასევე არის გარკვეული უნდობლობა კოოპერატიული მეურნეობების მიმართ, სამწუხაროდ, კოოპერატივების თავმჯდომარეები უმეტესწილად საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ და არა ზოგადად კოოპერატივზე, ეს საკითხი საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს, რომ  ხარვეზები დროულად გამოსწორდეს- აცხადებს კობა კობალაძე ,,კომერსანტთან“.

 

მისივე თქმით, „კონტროლი თუ არ გაძლიერდება და არ გამკაცრდება კრიტერიუმები, კოოპერატივების უმეტესობა პასიურ მდგომარეობაში დარჩება. ,,შეიძლება, სახელმწიფო თავს იწონებდეს კოოპერატივების მაღალი რაოდენობით, მაგრამ ეს მხოლოდ ციფრებია, რეალურად კოოპერატივების ნახევარზე მეტს ფუნქცია აქვს დაკარგული, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. არის გარკვეული სტანდარტი, რასაც კოოპერატივების პროგრამა ბენეფიციარებისგან მოითხოვს, მაგრამ როგორ სრულდება ვალდებულებები და რამდენად ართმევენ ისინი ნაკისრ მოვალეობას თავს, ამას არავინ აკონტროლებს.  ამიტომ მნიშვნელოვანია შეიცვალოს მექანიზმი, მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს, რომ ადამიანებმა თვითნებურად არ მიაყენონ ზიანი სისტემას, რაშიც სახელმწიფო დიდ ფულს იხდის“.


აღსანიშნავია, რომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ახალი ვალდებულებების შესრულების 1 წლით გადავადებას შეეხება.


მოქმედი კანონმდებლობით, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 2022 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყოთ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობის და საკუთარი წესდების კანონთან შესაბამისობა. მათთვის ეს ვადა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.


სტატუსის მქონე კოოპერატივების წევრებისთვის მინიმალური სავალდებულო საპაიო შენატანია 300 ლარი. კოოპერატივებში წევრთა მინიმალური რაოდენობა შეადგენს 9-ს (მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებული ერთეულების გარდა).


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up