555.55-კარატიანი შავი ბრილიანტი „ენიგმა“ აუქციონზე გაიყიდება

555.55-კარატიანი შავი ბრილიანტი „ენიგმა“ აუქციონზე გაიყიდება

access_time2022-01-28 20:30:00

„სოთბისის“ აუქციონზე 555.55-კარატიანი შავი ბრილიანტი, „ენიგმა“ გაიყიდება. ვაჭრობა 3 თებერვალს, წყნარი ოკეანის სტანდარტული დროით, დილის 6 საათზე (გრინვიჩის დროით 14:00-ზე) დაიწყება და 9 თებერვალს დასრულდება. გადახდის საშუალებებს შორის, კრიპტო ვალუტებიც მიიღება.


„სოთბისი“ აცხადებს, რომ ეს არის უდიდესი დაწახნაგებული შავი ბრილიანტი მათ შორის, რომლებიც ოდესმე აუქციონზე გასულა. 2006 წელს „ენიგმა“ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.


მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბრილიანტი, რომელსაც ასევე კარბონატულ ბრილიანტსაც (კარბონადოს) უწოდებენ, ჩვენს პლანეტაზე გარესამყაროდან მოხვდა. აქამდე ამ სახის ალმასებს მხოლოდ ბრაზილიაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პოულობენ.


„ასეთი ალმასების წარმომავლობა და წარმოქმნა იდუმალებით არის მოცული. ისინი ჩვენს პლანეტაზე ძალიან ცოტაა“, - „როიტერთან“ საუბრისას ამბობს გეოლოგი აარონ ცელესტიანი.



მისივე თქმით, კარბონატული ბრილიანტების უმეტესობა, 2.6-3.2 მილიარდი წლისაა. შედარებისთვის, დედამიწის ასაკად 4.65 მილიარდი წელია მიჩნეული. სავარაუდოდ, კარბონადოები მაშინ წარმოიქმნა, როდესაც დედამიწის ფირფიტები ჯერაც გადაადგილდებოდა და ატმოსფეროს ჟანგბადით გაჯერება მიმდინარეობდა.


„ჩვენ ვფიქრობთ, კარბონადოები დედამიწის წიაღში, ძალიან დიდ სიღრმეზე წარმოიქმნა, იმაზე გაცილებით დიდ სიღრმეზე, ვიდრე ჩვეულებრივი ალმასები. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის შესაბამისადაც, შავი ალმასები იმ ადგილებში შეიძლება წარმოქმნილიყო, სადაც ჩვენს პლანეტაზე დიდი ზომის ასტეროიდები დაეცა. სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, ასეთი ალმასები კოსმოსში წარმოიქმნა და ჩვენთან იქიდან ჩამოვარდა“, - ამბობს ცელესტიანი.


„ენიგმა“ საზოგადოებისთვის ადრე არასდროს უჩვენებიათ. მისი აღმოჩენის ისტორია უცნობია. სავარაუდოდ, ის 4-7 მილიონი დოლარის ფარგლებში გაიყიდება. აუქციონზე გატანამდე, ის პირველად დუბაიში გამოფინეს, ამ კვირაში კი უკვე ბევერლი ჰილზში გამოიტანეს. მალე მას ლონდონში წაიღებენ, სადაც აუქციონი გაიმართება.


BPN.GE 


თეგები:
ბრილიანტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up