6%, 7% თუ 8% - მაინც როგორ „იდუღებს“ წელს საქართველოს ეკონომიკა?

6%, 7% თუ 8% - მაინც როგორ „იდუღებს“ წელს საქართველოს ეკონომიკა?

access_time2022-06-21 11:00:23

„მაღალი ინფლაცია იმდენად დიდ პრობლემას შექმნის, რომ შეიძლება სოციალურ უკმაყოფილებამდეც მივიდეს საქმე“


მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს მთავრობას, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ზეა დაგეგმილი. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით კი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 6.7%-ც კი იქნება.


ადგილობრივი საინვესტიციო კომპანიები საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უფრო მეტად აუმჯობესებენ. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა Galt&Taggart-მა, საინვესტიციო ბანკი წელს ქვეყანაში ეკონომიკის 7.6%-იან ზრდას ელის, მანამდე ნავარაუდევი 4.5%-ის ნაცვლად. „თიბისი კაპიტალს“ კი უკვე 8%-იანი ზრდის მოლოდინი აქვს.


საქართველოს ეკონომიკა რომ „დუღს“, ამაზე პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს, ამას მუდმივად გვახსენებს მთავრობაც და ოფიციალური სტატისტიკაც, თუმცა ფაქტია, რომ რეალურად მოსახლეობის ჯიბეზე ეს მაჩვენებელი არ აისახა. რამდენად რეალურია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები და რას ნიშნავს მოსახლეობისთვის მაღალი ინფლაციის ფონზე ასეთი მაჩვენებელი, ამ თემაზე „კომერსანტს“ ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ესაუბრა. მისი თქმით, წელს ეკონომიკური ზრდა 5-6%-ის ფარგლებში იქნება.



„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-6%-ის ფარგლებში იქნება თუ ისევ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. რუსეთიდან შემოსული კომპანიები ამ პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, IT კომპანიები, რომლებიც ვერ ახდენენ ოპერირებას თავიანთ ქვეყანაში, ამიტომ ფირმები დაარეგისტრირეს საქართველოში, რაც მშპ-ზეც გარკვეულ გავლენას ახდენს და აისახება. ამდენად, ჯამურად ეკონომიკური ზრდა მეტიც შეიძლება იყოს, თუმცა როგორ აისახება ეს საქართველოს მოსახლეობაზე, ეს უკვე სხვა საკითხია.


ხშირად მანიპულირებენ იმით, რომ ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ რეექსპორტის ხარჯზე ხდება, რადგან წარმოება არ გვაქვს და საკუთარი პროდუქტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ გაგვაქვს. ასეთ ფონზე ეკონომიკური ზრდა რეალურად მხოლოდ ციფრებია და ამ მაჩვენებელს სინამდვილეში ვერავინ იგრძნობს, პირიქით, მაღალი ინფლაცია იმდენად დიდ პრობლემას შექმნის, რომ შეიძლება სოციალურ უკმაყოფილებამდეც მივიდეს საქმე“, - აცხადებს ნიკა შენგელია.


6%, 7% თუ 8% - რამდენით გაიზრდება რეალურად საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს, ეს ბევრ  შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, მოსახლეობამ რეალურად „ჯიბეზე რომ იგრძნოს“ ეს, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის საჭირო.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up