რამდენიმე დღით დედაქალაქის მეტრო გალერეად გადაიქცევა და მგზავრებს 15 ქართველი და უცხოელი არტისტის სხვადასხვა ტიპის გამოფენებსა და ინსტალაციებს შესთავაზებს. TBILISI METRO FEST სამ მეტროსადგურს მოიცავს - ესაა მარჯანიშვილი, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი. ფესტივალი გაიხსნება 6 დეკემბერს, 18:00 საათზე და 8 დეკემბრის 00:00 საათამდე გასტანს.
პროექტში 15 თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტისტი მიიღებს მონაწილებას: ლევან ამაშუკელი, ნინო ბოსიკაშვილი, თინა ჩერტოვა, Gagosh, ირაკლი (მორე) ლიტვინენკო, მარიამ კაჭარავა, ნიკა ქუთელია, ელენ გლაზოვა, Masholand, BIIMO, მაკა ზედელაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, NINVELI, ნინო ხუნდაძე და SARI KIMORO CLAN.
პროექტის ორგანიზატორია ArtUp - Street Gallery თბილისის მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხარდაჭერით.