6 გარე კამერა საკმარისი არ არის - ეროვნული გალერეა 32 ახალ კამერას ყიდულობს

6 გარე კამერა საკმარისი არ არის - ეროვნული გალერეა 32 ახალ კამერას ყიდულობს

access_time2023-03-13 13:25:11

ეროვნული გალერა მასში დაცული ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 36 ახალ სათვალთვალო კამერას ყიდულობს - მიზეზი გასულ კვირაში ჩატარებული საპროტესტო აქციებია, რომლის დროსაც გალერეას თავი შეაფარეს დემონსტრანტების ნაწილმა. ეროვნული მუზეუმი, რომელიც შესყიდვას პირდაპირი წესით, დაჩქარებული წესით აპირებს, განმარტავს, რომ ამ დროს არსებული კამერების ნაწილი დაზიანდა, მათ კი, რომლებიც დაზიანებას გადაურჩა, კარგად ვერ ასახეს შენობაში შემსვლელი ადამიანების გამოსახულება. ეროვნულ გალერეაში 2010 წლიდან ამ დრომდე დამონტაჟებული სამეთვალყურეო სისტემა სულ 6 გარე კამერას აერთიანდებდა, რომელიც, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.


ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში აქციის მონაწილეების მიერ შეგნებულად დაზიანდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერიაზე ჭანტურიას ქუჩის მხარეს განთავსებული გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერა, რაც აღბეჭდილია გალერიის შენობის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, ამასთანავე ადგილი ჰქონდა ეროვნული გალერეის დახურულ სივრცეში (საგამოფენო დარბაზებში) აქციის მონაწილეთა შემოჭრის ფაქტს. კამერების ჩანაწერები ნაკლებად ხილულია მისი დაბალი ხარისხის გამო, ხოლო მათი რაოდენობრივი სიმცირის გამო ვერ ხორციელდება პერიმეტრის სრული და სათანადო თვალთვალი. რაც აუცილებელია ეროვნული გალერეისა და მასში დაცული ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


აღნიშნული მოწყობილობების გამართული მუშაობა წარმოადგენს სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებისა და დაცვის საგანს, ვინაიდან მათი გაუმართავი მუშაობით შესაძლოა მოხდეს მუზეუმის შენობის, მისი პერიმეტრის, საგამოფენო სივრცეებსა და მათში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, მატერიალურ-ტექნიკური ნივთების დაზიანება, ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. - ასე ასაბუთებს ეროვნული მუზეუმი 36 კამერის შესყიდვის აუცილებლობას.



36 ახალი კამერის შესყიდვა და მონტაჟი ბიუჯეტს 7 990 ლარი დაუჯდება.




radiotavisupleba.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up