6 თვეში „სარაჯიშვილის“ გაყიდვები 74%-ით გაიზარდა - მოგება 4.2-ჯერ

6 თვეში „სარაჯიშვილის“ გაყიდვები 74%-ით გაიზარდა - მოგება 4.2-ჯერ

access_time2022-06-14 11:00:01

საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა სს „სარაჯიშვილმა“ 2021 წლის 6 თვეში - 5,5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 5,5 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის ნახევარწლიურ კონსოლიდირებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება 4.2-ჯერ, ხოლო საერთო მოგება 1.7-ჯერ გაიზარდა.

 

2021 წელს 6 თვეში სს „სარაჯიშვილის“ მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ 19,7 მლნ. ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის 6 თვის გაყიდვებს 74%-ით აღემატება.  გაყიდვები ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე მოდიოდა. 2021 წლის 6 თვის გაყიდვებში 20% ადგილობრივ, ხოლო 80% საექსპორტო ბაზრებს ეკავა.

 

საანგარიშო პერიოდში კომპანიის პროდუქცია 24 საექსპორტო ქვეყანაში იყო წარმოდგენილი, თუმცა კომპანიის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც „სარაჯიშვილმა“ ₾ 7.9 მლნ. ღირებულების პროდუქცია გაყიდა. მას მოსდევს ბელარუსი ₾ 3.4 მლნ., შემდეგ უკრაინა ₾ 2.5 მლნ. ყაზახეთი ₾ 0,3 და პოლონეთი ₾ 0.2 მლნ. ჯამში ამონაგებმა ექსპორტიდან 15,7 მლნ. შეადგინა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიამ ₾ 3,9 მლნ-ს ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია შეძლო.

 

მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, იმ ქვეყნებში სადაც კომპანიას ბოლო წლების განმავლობაში პროდუქცია გააქვს ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო მდგრადი. ადგილი ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მკვეთრ ცვლილებებს, ეროვნული ვალუტების დევალვაციას, ინფლაციას, უმუშევრობის დონის მერყეობას და ა.შ.  ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მკვეთრად აისახება ს.ს. „სარაჯიშვილის“ გაყიდვების დინამიკაზე. ირკვევა, რომ ამ გარე ფაქტორის თავიდან ასაცილებლად კომპანია მუდმივად მუშაობს დივერსიფიცირების მიმართულებით, რაც ახალი ბაზრების მოძიებაში მდგომარეობს.


 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომპანიის სასესხო ვალდებულებები 6.1 მლნ. ლარით შემცირდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სასესხო ვალდებულებების შემცირება განპირობებული იყო თავისუფალი ფულადი სახსრების მობილიზებით.

 

2021 წლის 6 თვის პერიოდში კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელმა 127 ადამიანი შეადგინა.

 

სს სარაჯიშვილი 1994  წელს დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის წილის 49.6 %-ს მარინა მალაზონია ფლობს, 30 %-ს ზურაბ ბუბუტეიშვილი, 19.8 %-ს გიორგი ბუბუტეიშვილი, ხოლო 0.6 %-ს სხვა აქციონერები ინაწილებენ.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up