6 თვეში ტურისტების რაოდენობა 2019–ის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის მეხუთედია

6 თვეში ტურისტების რაოდენობა 2019–ის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის მეხუთედია

access_time2021-07-08 17:00:23

გასული წლის კოლაფსის ფონზე, ტურიზმში მესამე თვეა სამნიშნა პროცენტული მატება შეინიშნება. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა 287%-ით 147 000-მდე და მათში ტურისტების რაოდენობა 362%-ით 105 000-მდე გაიზარდა. მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მთავრობის მოლოდინი ნახევრადაც ვერ გამართლდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმი ჯერ მეოთხედითაც ვერ აღდგა. ექვსთვიან ჭრილში კი ტურიზმი სანახევროდ მხოლოდ 2020 წელთან შედარებით აღდგა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით ნაკლებია.


ქვეყნების მიხედვით ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც ივნისში საქართველოს 29 600 ადამიანი ეწვია - 87%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის ივნისში და 78%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ივნისში.


თუ აპრილში ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობა 13 000%-ით გაიზარდა, ხოლო მაისში 24 887%-ით, ივნისში ზრდის ტემპმა უკვე 34 328%-ს მიაღწია და 15 837 სტუმრით მეორე ადგილი შეინარჩუნა. ასეთი მკვეთრი ზრდის მიუხედავად 2 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მაინც 23.5%-იანი კლება აღინიშნა.


ივნისში ოთხნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ასევე: პოლონეთიდან +5174% - 1793 ვიზიტორი; ირანიდან + 3554% - 1352 ვიზიტორი; აშშ-დან + 3251% - 1658 ვიზიტორი; გერმანიიდან + 2412% - 1568 ვიზიტორი; ყაზახეთიდან + 1374% - 6831 ვიზიტორი და უკრაინიდან + 1324% - 14 405 ვიზიტორი.


მეზობელი სახელმწიფოებიდან ზრდის ტემპი სხვებთან შედარებით, არც ისე მაღალია. კერძოდ, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 333%-ით 14 967-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანიდან 92%-ით 6900-მდე და სომხეთიდან 69%-ით – 13 342-მდე. თუ ადრე აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით პირველ ოთხ ადგილს აუცილებლად მეზობელი სახელმწიფოები ინაწილებდნენ და მათი წილი 70%-ს აჭარბებდა, ახლა ოთხეულში მხოლოდ 2 მოხვდა: თურქეთი პირველზე და რუსეთი მეოთხეზე, სომხეთი მეხუთე ადგილზე გავიდა, აზერბაიჯანი კი მერვე ადგილს დასჯერდა. მათმა ჯამურმა წილმა კი მხოლოდ 44% შეადგინა.



სახმელეთო საზღვრის გახსნის მიუხედავად, ვიზიტორების 52.5%-მა საზღვარი საჰაეო გზით გადმოკვეთა, 46.7%-მა - სახმელეთოთი, 0.9%-მა კი სარკინიგზო და საზღვაოთი. ამასთან ყველაზე დიდი - 6533%-იანი მატება საჰაერო საზღვარზე მოდის. თბილისის აეროპორტის დატვირთვა შემომსვლელ მგზავრებზე 3896%-ით 46 360-მდე გაიზარდა. ქუთაისის აეროპორტით ქვეყნის საზღვარი 5387-მა პირმა გადმოკვეთა, აღნიშნული გასულ წელთან ვერ შედარდება, რადგან გასული წლის ივნისში აეროპორტი დაკეტილი იყო. 2019 წლის ივნისთან შედარებით კი 71%-იანი კლებაა. ანალოგიურად 2 წლის წინანდელთან შედარებით 43%-ით 25 200-მდე შემცირდა ბათუმის აეროპორტის დატვირთვაც. 2020 წლის ივნისში ეს აროპორტიც 0 მგზავრს მოემსახურა.


ექვსთვიან ჭრილში საქართველოს სულ 486 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია - 66.4%-ით ნაკლები ვიდრე 2020 წლის იანვარ-ივნისში და 87.4%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წლის პირველ ნახევარში. საერთასორისო მოგზაურებიდან 464 000 ვიზიტორი იყო რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62.2%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 85.6%-ით ნაკლებია. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტებს, მათმა რაოდენობამ 422 000-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ და 2019 წელთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია.


იმის გათვალისწინებით, რომ შარშან იანვარში ტურისტების რაოდენობის 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ნულოვანი ზრდა თებერვალშიც შენარჩუნდა, ბოლო 3 თვის სამნიშნა პროცენტული ზრდით, მხოლოდ შარშანდელი მაჩვენებლის ნახევართან დაწევა გახდა შესაძლებელი.


მთავრობის სურვილი, რომ ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 50%-ით აღდგეს, ჯერჯერობით მხოლოდ სურვილად რჩება. კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილის მოხსნის მიუხედავად, ვაქცნაციის დაბალი ტემპი პრობლემად რჩება. ტურიზმი სანახევროდ დარჩენილ თვეებში მაინც რომ აღდგეს, საჭიროა არსებულთან შედარებით 2-ჯერ უფრო სწრაფი,  მინიმუმ 700%-იანი ზრდა.


5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ერთი ტურისტი დაჭრეს და მეორეს სცემეს, რამაც სპონტანურად ასობით ჯავშნის გაუქმება გამოიწვია. მაღალი ალბათობით მისი ეფექტი მალე გადაივლის და იმიჯის დაზიანების მიუხედავად, ტურისტების ჯამურ რაოდენობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადაწეული კომენდანტი საათი 1-ლი ივლისიდან მთლიანად გაუქმდა, რამაც წესით პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს.


მთავრობის მსგავსად ასევე ოპტიმისტურადაა განწყობილი თიბისი კაპიტალიც, რომელიც ფიქრობს, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის 40%-ს მიაღწევს, 2022 წელს კი 10%-ით გადააჭარბებს. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მლრდ-ს მიაღწია, ყველა გათვლით 2020 წელს მას $3.5 მლრდ-სთვის უნდა მიეღწია, მაგრამ პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო $3 მლრდ დაიკარგა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up