64%-ით გაზრდილი იმპორტი  - სად ვყიდულობთ ბრინჯს

64%-ით გაზრდილი იმპორტი - სად ვყიდულობთ ბრინჯს

access_time2022-09-12 18:00:00

ბრინჯის იმპორტი 64,4%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 7 თვეში საქართველომ 7,397 ტონა (5,532 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,766 ტონა (3,147 მლნ აშშ დოლარი).


ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოსთვის ბრინჯის მთავარი მომწოდებელი პაკისტანია, რომელსაც ინდოეთი და რუსეთი მოსდევს.


უფრო დეტალურად, 2022 წლის იანვარ-ივლისში ბრინჯის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:


პაკისტანი - 3 976 ტონა (2,258 მლნ აშშ დოლარი)
ინდოეთი - 2 002 ტონა (1,904 მლნ აშშ დოლარი)
რუსეთი - 626.9 ტონა (580.8 ათასი აშშ დოლარი)
ტაილანდი - 286 ტონა (224.8 ათასი აშშ დოლარი)
ყაზახეთი - 131 ტონა (96.6 ათასი აშშ დოლარი)
ვიეტნამი - 122.9 ტონა (123.9 ათასი აშშ დოლარი)
თურქეთი - 82.9 ტონა (80.6 ათასი აშშ დოლარი)
იტალია - 50.9 ტონა (90.6 ათასი აშშ დოლარი)
აშშ - 36.2 ტონა (62.9 ათასი აშშ დოლარი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 28.6 ტონა (28.2 ათასი აშშ დოლარი)



გარდა ამისა, ბრინჯი შედარებით მცირე რაოდენობით შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც : ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ირანი, პოლონეთი, ჩინეთი, ლიბანი, ნიდერლანდები, ბულგარეთი.


ცნობისთვის, ინდოეთმა, რომელიც მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, თეთრი და ყავისფერი ბრინჯის ექსპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა, დამტვრეული ბრინჯის ექსპორტი კი სრულად აკრძალა. მიზანი საშუალოზე დაბალი ნალექიანობის გამო შემცირებული მოსავლიანობისა და მარაგების გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირებაა.


მოსალოდნელია, რომ მიწოდების შემცირებას აღმავალი ეფექტი ექნება სურსათის ფასებზე, რომელიც რუსეთის მიერ წამოწყებული ომისა და გვალვის გამო ისედაც მაღალ ნიშნულზეა.


ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
ბრინჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up