64,5 მლნ ლარის მოგება და 518 ათასამდე აბონენტი - „თბილისი ენერჯის“ 2021 წელი

64,5 მლნ ლარის მოგება და 518 ათასამდე აბონენტი - „თბილისი ენერჯის“ 2021 წელი

access_time2022-08-19 22:00:58

დედაქალაქში ბუნებრივი აირის მიმწოდებელმა „თბილისი ენერჯიმ“, 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის მოგება გასულ წელს 64.5 მილიონი ლარი იყო.


გაზრდილია კომპანიის შემოსავალიც და 2020 წელს თუ „თბილისი ენერჯის“ შემოსავალი 302 მილიონი ლარი იყო, გასულ წელს, სატარიფო ცვლილებებისა და გაზრდილი მოხმარების გამო 363.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.


გასული წლის განმავლობაში კომპანიამ სულ 674 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.


კომპანია 2021 წელს 498,322 საყოფაცხოვრებო და 19,577 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურებოდა. კომპანიის აბონენტების საერთო რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში 13.71%-ით გაიზარდა.



დოკუმენტის მიხედვით, „თბილისი ენერჯისთვის” უმთავრეს ხარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა წარმოადგენს, რაშიც კომპანიამ 2021 წელს 244.3 მილიონი ლარი გადაიხადა. შემდეგ ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები, რაზეც „თბილისი ენერჯიმ” 24 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 11 მილიონი, გაზის ტრანსპორტირების საფასური კი 13 მილიონი ლარი იყო.


რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, კომპანია 14 საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და 10 000 მრიცხველის გარეთ გატანას გეგმავს.


„კომპანია მიზნად ისახავს 23,2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ეს ინვესტიციები მოხმარდება ამორტიზებული მილსადენების რეაბილიტაციას და ამ სამუშაოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის შეძენას. ასევე გაგრძელდება მრიცხველების გარეთ გამოტანის პროცესიც. 2022 წელს დაგეგმილია 14 საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს გაზსადენების სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და ახალი ქსელების სამშენებლო სამუშაოებს.


მიმდინარე წელს გეგმიური რევიზიის ჩატარება კვლავინდებურად დაიწყება იმ მომხმარებელთა გადამოწმებით, რომელთაც 2020-21 წლებში უფიქსირდებოდათ რაიმე ტიპის დარღვევა. 2022 წელს, იგეგმება 498,829 მომხმარებლის შემოწმება“,  აღნიშნულია ანგარიშში.


კომპანიის ჯამური აქტივები 217 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის აქციონერები ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და Neqsol ჯგუფის დამფუძნებელი, ნასიბ ჰასანოვი არიან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up