ბიძინა ივანიშვილი გმირთა მოედანზე 65 სართულიან კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბესაძე სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
„ბიძინას ,,საჩუქარი” თბილისელებს:
”ლაგუნა ვერე”-ს ეხლა ვერ მივხედავო
65 სართულიანი კომპლექსი, ჯამურად 155 588 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართობი, ქართუს საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას - ეს ყველაფერი გმირთა მოედანზე (სატრანსპორტო კვლევის ფაილი არ იხსნება, იმედია არსებობს და როცა გაიხსნება, ვნახავთ რა გველის)…“, - წერს აბესაძე.
როგორც აბესაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალიდან ირკვევა, პროექტის შემსრულებელია კომპანია „ჰუსარტ ლუქსი“. დამკვეთი კი კომპანია „კოსტავა 69“. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა „კოსტავა 69“-ს 100%-იანი წილის მფლობელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ-ა.