ევროკავშირის 8 წევრ ქვეყანაში, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანების წილი, რომლებიც ქალაქებში კარგი ან ძალიან კარგი ჯანმრთელობის სტატუსით ცხოვრობენ, 50%-ზე მეტია. ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
Eurostta-ის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კარგი ან ძალიან კარგი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე, 65 წელს გადაცილებული ადამიანების წილი ყველაზე მაღალია: ირლანდიაში, შვედეთსა და ბელგიაში.
ირლანდიაში მათი წილი 66%-ია;
შვედეთში - 64%;
ბელგიაში - 60%.