გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
,,ომის დაწყებიდან 7 დღე გავიდა - უკრაინა უკვე მილიონმა ლტოლვილმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში წავიდა. იმ მილიონობით ადამიანისთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაშია, დროა, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ", - წერს გრანდი ,, ტვიტერის“ გვერდზე.