7%-იანი ჩამკეტი, არასაკმარისია - ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისთვის ოქტომბრიდან ინდექსაცია ამოქმედდება

7%-იანი ჩამკეტი, არასაკმარისია - ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისთვის ოქტომბრიდან ინდექსაცია ამოქმედდება

access_time2022-09-02 10:00:09

სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სისტემა ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს. დოკუმენტის თანახმად, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.


სამშენებლო კომპანია „ინსის“დირექტორი ზვიად თოიძე ამბობს, რომ გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე ინდექსაციის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამას დროებითი სახე არ უნდა ჰქონდეს.


„ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცა ინდექსი ერთჯერადი არ უნდა იყოს, მას რეფორმის სახე უნდა ჰქონდეს, რადგან სამშენებლო ბიზნესს სრული რეფორმა სჭირდება და ეს ამის ერთ-ერთი ნაწილია. გარდა ამისა, სინამდვილეში კომპენსაცია 10%-ის ნაცვლად 7% გამოდის, რადგან კონტრაქტის ღირებულების 70%-ის ინდექსაცია ხდება, ხოლო კომპენსაცია ამ 70%–ის 10%–ს ეხება, რაც განსაზღვრული მიზნის მიღწევას ვერ დაეხმარება. 7%-იანი ჩამკეტი ინდექსაციის დრო არასაკმარისია და მსოფლიოში მსგავსი პროგრამები ზედა ზღვარის გარეშე ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა შენიშვნები, თუმცა გათვალისწინება ვერ მოხერხდა. ეს ვერ შეუწყობს ხელს მთავარ მიზანს, სამშენებლო კომპანიების მიერ მშენებლობების დასრულებას. ფასები მუდმივად მზარდია, შესაბამისად, ფიზიკურად არ ეყოფათ კომპანიებს რესურსი განახორციელონ პროექტები. დღეს როცა ლარის კურსი შედარებით დასტაბილურებულია, შეიძლება არ წარმოადგენდეს ჩამკეტი პრობლემას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ოქტომბერში რა იქნება, ამიტომ ჩამკეტი არასწორია.



ინდექსი, სამ კომპონენტს მოიცავს: მასალებისა და საწვავის ფასი და ხელფასი. ამიტომ, საქსტატს გარკვეული პერიოდი სჭირდება მის შესამუშავებლად, შესაბამისად საუბარია რომ ოქტომბრამდე ეს ინდექსი არ იქნება. ოქტომბრიდან დაიწყება ათვლა და შეეხება იმ პროექტებს რა პროექტებზეც განაცხადეს შემსრულებლებმა. ინდექსების მიხედვით ყველა შესრულებას დაემატება ანაზღაურება არაუმეტეს 7%-სა, როდესაც ამ მაქსიმუმს მიაღწევს, გაჩერდება“ აღნიშნავს ზვიად თოიძე.


მთავრობის მიერ აპრილში მიღებული განკარგულებით ფასების ინდექსაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებმაც მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან შეასრულეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამასთან, ინდექსაცია მხოლოდ 1 მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებს შეეხება. დადგენილების მიხედვით, საქსტატმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ინდექსი და უზრუნველყოს თანმდევი პროცედურების დანერგვა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up