ParrotPrint-მა ტურისტებს შორის შვიდი პოპულარული ადგილი დაასახელა, სადაც სელფის გადაღება კატეგორიულად აკრძალულია.
The Sun-ის ცნობით მოგზაურები, რომლებიც აკრძალვას დაარღვევენ, შესაძლოა დაჯარიმდნენ.
გთავაზობთ 7 პოპულარულ ტურისტულ ადგილს, სადაც სელფის გადაღება აკრძალულია:
1. ნიუ-იორკის ზოოპარკები
დიდი კატების გადაღება მთელი ქალაქის ზოოპარკებშია აკრძალული. ის, ვინც ამ კანონს დაარღვევს, 1000 დოლარამდე დაჯარიმდება. აკრძალვა 2014 წელს ვეფხვებთან სელფის გადამღებთა რაოდენობის გაზრდის გამო შემოიღეს. ამით აკრძალვის ინიციატორებს ცხოველების ექსპლუატაციის შეჩერება სურდათ.
2. ლონდონის კოშკი
აკრძალვა უსაფრთხოების მიზნით დაწესდა და მის აღსრულებას აკვირდებიან როგორც დაცვის თანამშრომლები, ასევე სათვალთვალო კამერები.
3. პამპლონა, ესპანეთი
ეს ქალაქი ცნობილია, როგორც „ხარების რბოლის ადგილი. ვინც ხარებთან სელფის გადაღებას შეეცდება, უსაფრთხოების დარღვევის გამო 3000 ევროთი დაჯარიმდება.
4. ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი
ცნობილმა მუზეუმმა თავის ტერიტორიაზე აკრძალა როგორც სელფები, ასევე ნებისმიერი სხვა ფოტოს გადაღება. მათი თქმით, ფოტოგრაფის გადაღება დამთვალიერებლებს ხელს უშლის ხელოვნებით სიამოვნების მიღებაში.
5. სიქსტეს კაპელა, ვატიკანი
აქაც აკრძალულია სელფის და სხვა ფოტოების გადაღება. საქმე იმაშია, რომ Nippon Television Network-მა, რომელმაც სიქსტეს კაპელას რეკონსტრუქცია 1980 წელს დააფინანსა, ერთ-ერთ პირობად დააწესა, რომ ფოტოების გადაღების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ მათ აქვთ.
6. საუდის არაბეთი
კონსერვატიულ მუსლიმანურ ქვეყანაში აკრძალულია სურათების გადაღება მექაში პილიგრიმობის დროს. ეს მათი რწმენისადმი უპატივცემულოდ ითვლება.
7. ტბა ტაჰო
კალიფორნია ტურისტებს ტაჰოს მიმდებარე ტერიტორიაზე დათვების გამო უკრძალავს სელფის გადაღებას. მათი თქმით, ტურისტები სელფის გადასაღებად შეიძლება ძალიან მიუახლოვდნენ დათვებს.