6-8 დეკემბერს პარიზში სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Food Ingredients Europe გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 7 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენას ყოველწლიური ხასიათი აქვს და მასში საშუალოდ 27 000 პროფესიონალი შემსყიდველი და 1 700-მდე მეწარმე მონაწილეობს. ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანი პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარება, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.
ქართული დელეგაცია გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარმოდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულით, ხილით, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენებით, თაფლით, დაფნით, მშრალი ხილით (ჩირის), ღვინით, ცქრიალა ღვინითა და ჩაის პროდუქტებით.