2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 5,458,570 ლარს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.