მიმდინარე წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთის გავლით, 18,517 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქული მილსადენის ოპერატორის BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული მაჩვენებლები კი 2,007 მლნ ბარელით ანუ 12,15%-ით მეტია გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თურქეთის გავლით BTC მილსადენით 125,634 მილიონი ბარელი ნავთობი გადაზიდა. ეს 10,196 მლნ ბარელით ან 8,83%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამჟამად, BTC მილსადენით ძირითადად აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება, რომელიც აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკიდან და კონდენსატი შაჰ-დენიზის საბადოდან არის წარმოებული.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულის გარდა მილსადენით თურქმენული, რუსული და ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებაც ხორციელდება.