7 თვის ჭრილში, ჩვენს ბიზნესში პოზიტიური არაფერი მომხდარა, მომავალ წელს ვერ ვგეგმავთ  - კახა ხაზარაძე

7 თვის ჭრილში, ჩვენს ბიზნესში პოზიტიური არაფერი მომხდარა, მომავალ წელს ვერ ვგეგმავთ - კახა ხაზარაძე

access_time2020-09-24 14:45:25

„ ბოლო  ორი კვირაა ლარი ძალიან გაიქცა და 50 პროცენტით შემცირებულია ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია და ტენდენცია ცუდისკენ მიდის.  7 თვის ჭრილში პოზიტიური არაფერი მომხდარა, იყო რაღაც პერიოდის გადაგორება და შემოდგომაზე, ეს პრობლემები დამძიმდა,“ - ბიზნესმენმა და კორპორაცია ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ  „კომერსანტთან“ საცალო ვაჭრობის გამოწვევებზე და ლარის მერყეობათან ერთად რიგი ბრენდების გაყიდვების შემცირებაზე ისაუბრა.


ცნობისთვის, ICR ჯგუფი ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს. ჯგუფი გარკვეული ბრენდების დახურვას განიხილავდა, მათ შორისაა PARFOIS-ი. როგორც ბიზნსმენი განმარტავს, კომპანია ანტიკრიზისულ გეგმებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ განავითარებს.


„კურსის ცვლილებამ და პანდემიამ სხვადასხვანაირად იმოქმედა სხვადასხვა  ბრენდზე,  არის პირველადი მოთხოვნის ბრენდები და არის მეორადი. პანდემიის გამო რითეილს რომ პრობლემები აქვს,  ეს ფაქტია.



არც ჩანს იმის საშუალება, რომ  შეიძლება  რაღაც სიკეთისკენ წავიდეთ, თუ ასე გაგრძელდა ძალიან ბევრი კომპანია დაიხურება წლის ბოლომდე. კომპანიისგან ცლკე ანტიკრიზისული გეგმა ცალმხრივად არ არსებობს სახემწიფოს ჩარევების და მონაწილების გარეშე , მხოლოდ კომპანია ვერ გაართმევს თავს . ჩვენ მოვიქცევით ადეკვატურად იმის მიხედვით, თუ რა სიტუაციაში ვიქნებით. მოვერგებით სიტუაციას იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მეოთხე კვარტალში.  მაქსიმალურად ვეცდებით გადავაგოროთ სიტუაცია. 2021 წლის ბუჯეტს ვერ ვაკეთებ, რომელიც წესით დამთავრებული უნდა მქონდეს,“ - ამბობს კახა ხაზარაძე.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up