71%-ით გაზრდილი ხელფასები და სალიკვიდაციო ა(ა)იპ-ებში დახარჯული 62 მლნ ლარი

71%-ით გაზრდილი ხელფასები და სალიკვიდაციო ა(ა)იპ-ებში დახარჯული 62 მლნ ლარი

access_time2022-01-11 10:00:27

2014–2019 წლებში მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა 61.5 მლნ ლარი დახარჯეს ა(ა)იპ-ებში, რომლებიც შემდეგ გაუქმდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებმა ამ პერიოდში ფუნქციონირებადი ა(ა)იპ-ების რაოდენობა 772 ერთეულიდან 723 ერთეულამდე შეამცირეს, ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად 1 435 ადამიანით გაიზარდა. ორგანიზაციების შემცირებით ადმინისტრაციული პერსონალი 25%-ით გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურების ზრდამ 71% შეადგინა.



აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჯამში დასაქმებული იყო 61 401 თანამშრომელი და მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე იმავე წელს გაცემულია 262 მილიონ ლარზე მეტი.



„მერიებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 40 074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17 932 დასაქმებულით გაიზარდა და 58 006 კაცი შეადგინა. რაც შეეხება თბილისს, 2015 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 2 876-დან 3 395-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 40.9 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ა(ა)იპ-ებში იმავე პერიოდში მომუშავეთა ზრდამ 18.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც ჯამში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 45%-ია. აღსანიშნავია, რომ მთლიანად სახელმწიფო სექტორში 2019 წლის მონაცემების მიხედვით დასაქმებული არის 299 700 ადამიანი. შესაბამისად, (ა)იპ-ებში მომუშავეთა რიცხვი მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ია“, – განმარტავენ აუდიტის სამსახურში.



უწყების განმარტებით, ხელფასების ზრდის გარდა, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში ა(ა)იპ-ებს ქმნიან ისე, რომ მათი საჭიროება ობიექტური გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, ხოლო მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომ დამატებით სარგებელს ეს ორგანიზაციები ვერ ქმნიან, ხდება მათი ლიკვიდაცია, მაგრამ ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და სათანადო გათვლების გარეშე ფუძნდება ახალ ორგანიზაციები.




2014-2019 წლებში მთლიანობაში მუნიციპალიტეტებში 169 ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელთა დაფინანსებაზეც 61,592.8 ათასი ლარი არის დახარჯული. ამავე პერიოდში 120 ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნა, რომელთაგან 54 არსებული იურიდიული პირების შერწყმის შედეგად დაფუძნდა.



„ა(ა)იპ-ების ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები შესაძლებელია შეფასდეს როგორც არაეფექტიანი ხარჯი. 2014-2019 წლებში სოფლის მეურნეობის სფეროში 6 მუნიციპალიტეტში თითო ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, რომელთა დასაფინანსებლად 1,946.2 ათასი ლარი არის დახარჯული. ყველა ამ ორგანიზაციის ფუნქცია, მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარება, ადგილობრივი ჯიშების გადარჩენა, მეცხოველეობის და მემცენარეობის განვითარება იყო.


2018 წელს 2 მუნიციპალიტეტში შედეგების მიუღწევლობის გამო ა(ა)იპ-ები დაიხურა. გაუქმებული ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე 536.5 ათასი ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირებისგან მიღებული განმარტებით, დარჩენილ ა(ა)იპ-ებსაც უპირებენ ლიკვიდაციას, რადგან ამ სფეროში შექმნილმა ორგანიზაციებმა არასათანადო დაგეგმვის და მართვის გამო დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.



თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ აუდიტის ანგარიშზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ხელფასების დაუსაბუთებელი ზრდა წლებია პრობლემაა. მისი თქმით, „ა(ა)იპომანია“, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მმართველი გუნდის ხელში ერთგვარი პოლიტიკური ბერკეტია, მისი გამოყენება კი პოლიტიკური ნიშნით, განსაკუთრებით არჩევნების დროს ხდება.



„მუნიციპალიტეტებში როგორც შტატიანი ასევე შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის და ხელფასების ზრდა ახალი პრობლემა არ არის. აუდიტის დასკვნაში საუბარია 2014-2019 წლებზე, თუმცა ბოლო პერიოდშიც კი ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა და კენჭი უყარა, იყო საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, რაც შეფუთული იყო როგორც 10%-იანი მატება, თუმცა საკრებულოს თანამდებობის პირების შემთხვევაში ზრდა ბევრად მეტი აღმოჩნდა.


სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები ქვეყანაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი არის როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული თვალსაზრისით, როდესაც ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვაზე ვსაუბრობთ. მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, მან პარლამენტში დაზუსტებული რიცხვი ვერ დაასახელა რა რაოდენობის ადამიანი მუშაობს სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში, რომელიც საჯარო სტრუქტურაა. ეს „ა(ა)იპომანია“ და „სსიპომანია“, შეიძლება ითქვას რომ მმართველი გუნდის ხელში ერთგვარი პოლიტიკური ბერკეტია. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი სსიპი იქმნება, იზრდება დაფინანსებაც, მაგრამ ამის საპირწონე საქმე ქვეყანაში არ კეთდება, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს როგორც მუნიციპალურ ისე ცენტრალურ დონეზე არ გააჩნია აგრეგირებული ინფორმაცია თუ რა ხდება ამ მხრივ ქვეყანაში ანუ ზუსტად რამდენი სსიპ და ა(ა)იპ არსებობს, რა რაოდენობის ადამიანები მუშაობენ და რა რაოდენობის ხელფასები აქვთ, ეს ყველაფერი კი მიზანმიმართულად ხდება“
, - განმარტავს ანა გოგოლაძე.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up