მსოფლიო ბანკის ცნობით, პროგრესის დღევანდელი ტემპით, არასაკმარისია მსოფლიოში და ჯერ კიდევ არ არის მიღწეული SDG 7 მიზნები, რათა უზრუნველყოფილი იქნას ხელმისაწვდომობა საიმედო, მდგრად და თანამედროვე ენერგიაზე 2030 წლისთვის.
გლობალურად 733 მლნ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ელექტროენერგიაზე წვდომა.
COVID-19-ის პანდემია იყო საკვანძო ფაქტორი ენერგიის უნივერსალური წვდომისკენ პროგრესის შენელებისთვის. პროგრესის ამჟამინდელი ტემპით, 2030 წლისთვის 670 მლნ ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
SDG 7 მიზნებზე პროგრესის ტემპი მოსალოდნელია კიდევ უფრო შენელდება უკრაინაში რუსეთის შეჭრით პროვოცირებული ენერგეტიკული კრიზისის გამო.
ხელმისაწვდომობის არეალი გაფართოვდა მთელ რიგ რეგიონებში. აზიასა და აფრიკაში თითქმის 90 მლნ ადამიანი, რომლებმაც ადრე მიიღეს ელექტროენერგიაზე წვდომა, ახლა ვეღარ ახერხებენ მოხმარების საფასურის გადახდას.
წყარო: ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი