ანსამბლ "ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა. ის 74 წლის იყო. თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "ცისფერი ტრიო“.
სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში. 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.