მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ საჩივრები შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მომხმარებლების მხრიდან მისო-ების წინააღმდეგ 77 პრეტენზია დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 106 იყო.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 41 განაცხადი ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებზე მოდის, მეორე ადგილზე 25 განაცხადით არის პრეტენზიები ადმინისტრაციის/მომსახურების მიმართ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში 77 საჩივრიდან მისო-ებმა 31 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 30 - საფუძვლიანად მიიჩნიეს. 16 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს, 30-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა.