8 კითხვა, რომელიც უნდა დასვათ ავტო ლიზინგის დროს

8 კითხვა, რომელიც უნდა დასვათ ავტო ლიზინგის დროს

access_time2021-11-26 13:00:00

ლიზინგით სარგებლობამდე ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. უპირველეს ყოვლისა, თქვენ ალბათ გინდათ დარწმუნდეთ უშუალოდ ავტოლიზინგი რამდენადაა თქვენთვის პრიორიტეტული და ხელსაყრელი, თუმცა თუკი უკვე დარწმუნებული ხართ, რომ თქვენთვის ავტომობილის შესაძენად ერთ-ერთი ან იქნებ ერთადერთი საუკეთესო გზა ავტო ლიზინგია , ახლა უკვე ისეთი კითხვების დასმის დროა, რომლებიც ლიზინგით სარგებლობის პროცესს უკავშირდება.
ამ პოსტში, თქვენ შესაძლოა თქვენთვის საინტერესო კითხვებს გაეცეს პასუხები, მოგოს ლიზინგის მაგალითზე:



1. როგორი მანქანა მჭირდება?


სანამ ლიზინგით სარგებლლობის უშუალო პროცესზე გადავალთ, მანქანის შერჩევაა საჭირო (თუმცა ისიც დავაზუსტოთ, რომ მოგოში ლიზინგზე განაცხადის გაკეთება ავტომობილის შერჩევამდეც შეგიძლიათ). მანქანის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ყოველდღიურობა, როგორ გზებზე გიწევთ გადაადგილება, რა პრიორიტეტები გაქვთ - კომფორტი, ბიუჯეტურიბა, ცოტა წვა თუ ყველაფერი ერთად?



2. რა კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდე ლიზინგის განაცხადის შესავსებად?


სასურველი მანქანა შეარჩიეთ თუ არა, ამის მიუხედავად თქვენ უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ლიზინგზე , თუმცა განაცხადის გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუკი ფიზიკური პირი ბრძანდებით, აუცილებელია მინიმუმ 21 წლის იყოთ და ამ შემთხვევაში თავდების საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად. განაცხადის გაკეთება შეუძლია იურიდიულ პირსაც და ამ დროს თავდების არსებობა აუცილებელია.



3. შემიძლია თუა რა ლიზინგით სარგებლობა როცა სხვა საკრედიტო ვალდებულებებიც მაქვს?



თუკი რაიმე სახის საკრედიტო ვალდებულება უკვე გაქვთ, ეს ფაქტორი ნუ შეგაფერხებთ ლიზინგისთვის განაცხადის შესავსებად. თუკი თქვენი შემოსავლები საკრედიტო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ლიზინგით.



4. როგორ ხდება განაცხადის გაკეთება?




იმისთვის რომ განაცხადი გააკეთოთ, უპირველეს ყოვლისა საჭიროა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე mogo.ge , სადაც ძალიან მარტივად იპოვით განაცხადის შევსების ფორმას. განაცხადში შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ დადებითი პასუხის შემთხვევაში 30 წუთში მოგოს თანამშრომლები დაგიკავშირდებიან.



5. როგორია ხელშეკრულების გაფორმების პროცესი?



დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, თქვენ უნდა მიბრძანდეთ მოგოს ფილიალში (რომელიც საქართველოს 6 ქალაქშია) და დგება ჯერი ხელშეკრულების გაფორმებისა. ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა, რომ თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ასევე მართვის მოწმობა , ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და საბანკო ანგარიშის ნომერი.



6. რა ხდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ?



ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად საჭიროა შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმება, რის შედეგადაც თქვენ დაფინანსდებით და შესაძლებელია თქვენთვის სასურველი მანქანის შეძენა. ამ დროს ავტომობილის მფლობელი ხდება მოგო, თუმცა თქვენ სარგებლობთ მანქანის მართვის უფლებით.



7. ვის ეკისრება ვალდებულება საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში?



სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მანქანის მფლობელად ითვლება მოგო, თუმცა თუ ამ პერიოდის გასვლამდე დაფიქსირდება საგზაო წესების დარღევვა და საჭირო იქნება ჯარიმის გადახა, ეს ვალდებულება ეკისრება ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირს.



8. როგორ ხდება გადახდა?



გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად, ინტერნეტბანკით, ბანკის ფილიალიდან - ოპერატორის დახმარებით ან Express pay-ს მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია თანხა გადარიცხოთ იმავე ბანკის ანგარიშიდან რომელი ბანკის ანგარიშზეც მოგიწევთ სალიზინგო კომპანიისთვის  თანხის ჩარიცხვა. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენს მიერ ჩარიცხული თანხა დროულად აისახოს ანგარიშზე.



თუ დაინტერესდით ავტოლიზინგით, გადახედეთ ჩვენს ბლოგს მანქანის ლიზინგის 5 უპირატესობა და გაიგეთ უფრო მეტი.



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up