ქუთაისის თეატრში სარვამარტო საბალეტო სპექტაკლის ქორეოგრაფის მომსახურება ბიუჯეტს 12755 ლარი უჯდება

ქუთაისის თეატრში სარვამარტო საბალეტო სპექტაკლის ქორეოგრაფის მომსახურება ბიუჯეტს 12755 ლარი უჯდება

access_time2023-02-24 21:00:35

8 მარტს დაგეგმილი კონცერტისთვის საავტორო თანამედროვე ბალეტის „ბეატრიჩეს“ ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის მომსახურება ქუთაისის მერიას 12755 ლარი უჯდება. აღნიშნულ მომსახურებას კი მერია გამარტივებული შესყიდვით შეიძენს.


როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაგეგმილია გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სპექტაკლის „ბეატრიჩე“ წარმოდგენა.


„სპეციალურად ბალეტისათვის „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ შესრულდება, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის საავტორო მუსიკა. პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით, ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ შექმნა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.



მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტის „ბეატრიჩე“ მსოფლიო პრემიერა შედგა 2021 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე.


გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე საბალეტო დასია საქართველოში. დასი განსხვავებული ხასიათით, ესთეტიკით, თანამედროვე ფორმების ძიებით, მხატვრული ხედვითა და საავტორო რეპერტუარით გამოირჩევა. დასის ძირითად იდეას წარმოადგენს ქორეოგრაფიაში თავისუფალი აზროვნების დამკვიდრება, ხელოვნებაში ახალი ფორმების ძიება და ტრადიციების შენარჩუნებით მუდმივი განვითარების პროცესისაკენ სწრაფვა.


გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ბალეტის და ცეკვის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. დასი მუდმივად მოგზაურობს საგასტროლოდ საქართველოსა და უცხოეთში; ინიციატორია არაერთი საერთაშორისო თანამშრომლობის. თანაპროექტები და კოლაბორაციები დასის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და გამოირჩევა ალტერნატიულ სივრცეებში საინტერესო ჩანაფიქრების განხორციელებით," - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up