8 ტენდენცია 2021 წლისთვის - რისთვის უნდა იყოს მზად ბიზნესი

8 ტენდენცია 2021 წლისთვის - რისთვის უნდა იყოს მზად ბიზნესი

access_time2020-12-09 09:00:00

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის გასტუმრებას ყველა ელოდება, ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსული პანდემია 2021 წელს ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენებს, - წერს Forbes-ი.

2021 წელს, ბიზნესის სფეროში დასანერგია უამრავი ახალი ტენდენცია, ნაწილს კი ახლა გავიხილავთ.

იმუშავე სახლიდან!

COVID– ის გამო, კომპანიებს მოუწიათ სამუშაო დისტანციურ პირობებში გაეგრძელებინათ. ახლა კი, როდესაც დამსაქმებლებმა ამ ექსპერიმენტიდან გარკვეული გაკვეთილები მიიღეს, ბიზნესის უმეტესობა ე.წ. ჰიბრიდულ სამუშაო პირობებზე გადასვლას გეგმავს. ზოგიერთმა კომპანიამ განიცადა პროდუქტიულობის ზრდა. თუმცა, სახლიდან მუშაობა სხვებისთვის იდეალური არ იყო. ამიტომ 2021 წელს ბიზნესმა უნდა გადახედოს საკუთარ სამუშაო ადგილებს, ასევე უზრუნველყოს სათანადო მხარდაჭერა სახლიდან მომუშავე ადამიანებისთვის. მაგალითად, თანამშრომელი უნდა უზრუნველყოს საოფისე ტექნიკის შესაბამისი აღჭურვილობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერით და ა.შ.

მონაცემები, როგორც აქტივი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მონაცემთა მოცულობამ მასიურად იმატა. ბიზნესმა, რომელმაც გამოიყენა ეს მონაცემები, რათა მომხმარებლები უკეთ გაეცნო, სხვებს უკვე აჯობა.

2021 წლისთვის მონაცემთა ანალიზის პრაქტიკა ბევრ სფეროში დაინერგება. დამტკიცებულია, რომ ბაზის შესწავლა და ანალიზი ფინანსურ მოგებასთან ერთად, საქმიანობის წარმოებას მინიმუმ აორმაგებს.

ბიზნეს მოდელის ინოვაცია

2021 წელს ბიზნესის თითოეული ლიდერი კონკრეტულად უნდა ასახავდეს იმას, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს და როგორ მოქმედებს.

2020 წელს უამრავი ინდუსტრია შინაარსობრივად მთლიანად გარდაიქმნა. მაგალითად, კვების ინდუსტრია. რესტორნებმა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გაფართოებას, გადარჩენისთვის მათი ტიპიური მოქმედება შეცვალეს. 2021 წელს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. საჭიროა ყველა ლიდერმა იცოდეს, რომ ბაზარზე დასამკვიდრებლად ადაპტაციის, ტრანსფორმაციის და შემოქმედებითად მიდგომის უნარი მნიშვნელოვანია.

ავტომატიზაცია


ავტომატიზაცია 2021 წლის კიდევ ერთი მთავარი ბიზნეს ტენდენცია იქნება. ამ მიმართულებით უკვე შეიცვალა რამდენიმე საწყობი, მომარაგების ჯაჭვები, ავტონომიური მანქანები, სატვირთო მანქანები და გემები, ასევე ჩეთბოტები, რომლებიც ავტომატურად იკავებენ მომხმარებელთა მომსახურებას. მოლოდინია, რომ 2021 წელს ავტომატიზაცია იქნება ტენდენცია.

ვირტუალური ინტერფეისი

კოვიდ პანდემიის პირობებში თითქმის მთელი მსოფლიო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაზეა გადასული. მომხმარებელთა მისაზიდად კომპანიებმა მომსახურების მიწოდების ახალი გზების პოვნა დააჩქარეს. მათ დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიეტანათ ზოგიერთი მომსახურება ციფრული ფორმებით მომხმარებლამდე.

რამდენიმე კომპანიამ შექმნა ვირტუალური რეალობა, რაც ვირტუალური ავატარის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად ტანსაცმლის მოსინჯვას, მაკიაჟის შერჩევას, სათვალის მოსინჯვას და სხვა პრაქტიკული მოქმედების გატარების შესაძლებლობებს იძლეოდა. საბოლოო ჯამში, ვირტუალური ინტერფეისები - "სცადეთ სანამ იყიდით" ბიზნესს სრულიად გარდაქმნის.

გლობალურიდან ლოკალურზე გადასვლა

2020-მა წელმა უამრავი მიზეზი გვაჩვენა იმისთვის, რომ ჩვენი აზროვნება გლობალური აღქმიდან, ლოკალურამდე გადაგვეყვანა.

სავაჭრო წარმოება გლობალური ქსელური მარკეტინგიდან, ლოკალურზე გადავიდა. დიდი ჩინური ბრენდები და აშშ-ის მეგა კომპანიებიც იძულებულნი გახდნენ, გაყიდვების არეალი შეემცირებინათ, რადგან პანდემიამ მიწოდების ჯაჭვს ბევრი დაბრკოლება შეუქმნა.

მდგრადობა

პანდემიის დროს კომპანიებმა გააცობიერეს, რომ ფინანსურთან შედარებით, ეკოლოგიური კრიზისი შეიძლება უფრო საზიანო იყოს მსოფლიოსთვის. ამიტომ, ყველა კომპანიამ უნდა გადახედოს ოპერაციებს, როგორ ახდენენ ისინი გარემოზე ზემოქმედებას. ბოლო ტენდენციის მიხედვით, უამრავი წარმოება ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე გადავიდეს. ამის გამო, ბაზარზე დასამკვიდრებლად, “მდგრადობის ტესტის“ გავლა ბევრ კომპანიას მოუწია.

სოციალური ჩართულობა

2021 წელს სოციალურ მედიაში პოზიციების გამყარება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. პანდემიის პერიოდში ცხადი გახდა, რომ ვირტუალური გარემო მომავალშიც აქტუალური იქნება და შეიძლება ადამიანების ყოველდღიურობაში “პარალელური სამყარო“ გამოჩნდეს.

ამიტომ კომპანიებმა, რომლებსაც სფეროში მოწინავე ადგილების დაკავების სურვილი აქვთ, უნდა გაითვალისწინონ და აღიარონ სოცმედიის მნიშვნელობა. გაზარდეთ დაფინანსება ამ მიმართულებით და წაახალისეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს მომხმარებლებთან ურთიერთობენ.


BPN.GE



თეგები:
ბიზნესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up