8 ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი მსოფლიოში

8 ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი მსოფლიოში

access_time2022-08-16 23:30:00

ძვირფასი ქვებისა და ბრილიანტების მფლობელები აქტუალურობას არ კარგავენ. მდიდრები ალმასში ინვესტიციას ახორციელებენ, რომელიც წამგებიანი არასდროს არის. მილიონებად შეძენილი ნიმუშების ღირებულება წლებთან ერთად იზრდება.


წარმოგიდგენთ 8 ყველაზე ძვირად ღირებულ ბრილიანტს მსოფლიოში:


Koh-I-Noor


Koh-I-Noor ნიშნავს „სინათლის მთას“ და ითვლება, რომ ყველაზე ცნობილი და ძვირფასი ბრილიანტია მსოფლიოში.


ალმასი თავდაპირველად 793 კარატს იწონიდა, თუმცა დროთა განმავლობაში ბრილიანტმა ფორმა შეიცვალა, გადამუშავდა და ამჟამად 105,6 კარატს იწონის.


ალმასი მოიპოვეს ინდოეთში, გოლკონდას რეგიონში მე-11-მე-12 საუკუნეებში. ბრილიანტს დიდი ისტორია აქვს. სიქების მეფემ მაჰარაჯა რანჯიტ სინგმა ბრილიანტი 1813 წელს შეიძინა, ბოლოს კი ბრიტანელების მეურვეობაში გადავიდა.


ძვირფასი ქვა მე-19 საუკუნიდან რჩება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებაში. იგი მოთავსებულია გვირგვინის წინა მხარეს, რომელსაც დედოფალი ელიზაბეთი ატარებს.


Cullinan


ბრილიანტი Cullinan, რომელიც 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, თავდაპირველად 3106 კარატს იწონიდა, რაც მას ისტორიაში უდიდეს ალმასად აქცევს.


დღევანდელ ბაზარზე ქვა დაახლოებით 400 მილიონი დოლარი ღირს. მცირე ჭრის გარდა, ალმასის ცხრა მასიური ფრაგმენტი იწონის დაახლოებით 1055 კარატს.



The Hope


112-კარატიანი ბრილიანტი, რომელსაც სახელად “იმედი“ შეარქვეს, ფრანგმა მოგზაურმა, სახელად ჟან ბატისტ ტავერნიემ იყიდა. ვარაუდობენ, რომ ის აღმოაჩინეს იმავე გოლკონდას მაღაროში, სადაც Koh-i-Noor.


თავის მოხსენებებში ტავერნიე ალმასს იისფრად აღწერდა. მოგვიანებით მოგზაურმა ის მეფე ლუი XIV-ს მიჰყიდა და ალმასი ცნობილი გახდა როგორც "გვირგვინის ლურჯი ბრილიანტი". ალმასი იწონის 45 კარატს და შეფასებულია 200-350 მილიონ დოლარად.


De Beers Centenary


1986 წელს სამხრეთ აფრიკაში მისი აღმოჩენის შემდეგ, ბრილიანტი სახელად Centennial მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს ბრილიანტად აღიარეს. იგი 599 კარატს იწონიდა.


1991 წლის დებიუტამდე ის დაზღვეული იყო 100 მილიონ დოლარად. იმის გამო, რომ არავინ იცის, ვის საკუთრებაშია ძვირფასი ქვა, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.


CTF - ვარდისფერი ვარსკვლავის ბრილიანტი


ოვალური ფორმის, უნაკლო ბრილიანტი მსოფლიოში ყველაზე ნათელი ვარდისფერი ბრილიანტია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ადგილი უცნობია, De Beers-მა იგი მოიპოვა აფრიკაში 1999 წელს. იმ დროს ქვა 132,5 კარატს იწონიდა.


Steinmetz Group-მა თითქმის ორი წელი დახარჯა მის 59,60-კარატიან ბრილიანტად ჭრასა და გაპრიალებაზე. 2003 წელს იგი საჯაროდ გამოიფინა მონაკოში. იმ დროს იგი ცნობილი იყო, როგორც სტეინმეცის ვარდისფერი ბრილიანტი.


2017 წლის აპრილში ვარდისფერი ვარსკვლავი ჰონგ კონგში Sotheby's-ის აუქციონზე 71,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.


Oppenheimer -ის ლურჯი ბრილიანტი


ვარდისფერი ბრილიანტის აღმოჩენამდე, ლურჯი ბრილიანტი Oppenheimer იყო ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი, რომელიც 2016 წელს Christie's აუქციონზე გაიყიდა და მისი ფასი 57,5 ​​მილიონი დოლარი იყო. ულამაზესი ღრმა ლურჯი ბრილიანტის წონა 14,62 კარატია.


ჟოზეფინის ლურჯი მთვარე (Blue Moon Of Josephine)


2014 წელს სამხრეთ აფრიკაში Petra Diamonds-მა აღმოაჩინა 29,6-კარატიანი ბრილიანტი. პეტრამ ბრილიანტი მიჰყიდა Cora International-ს.


2015 წლის ნოემბერში ჰონგ კონგში, Sotheby's-ის აუქციონზე ლურჯი ბრილიანტი 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. იმ დროისთვის 12,03 კარატიანი ბრილიანტი იყო ყველაზე ძვირად ღირებული აუქციონზე გაყიდული ნივთი.


ბიზნესპრესნიუსი


თეგები:
ბრილიანტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up